workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბრწყინვალე გამარჯვება “უეფას სუპერ–თასზე”

ბრწყინვალე გამარჯვება “უეფას სუპერ–თასზე”

“ბარსელონა” და “შახტარი” ერთმანეთს პირველად არ უპირისპირდებიან. ისინი ადრეც შეხვედრილან ერთმანეთს, განსაკუთრებული იყო დაპირისპირებები 2008/09 წლის სეზონში, როდესაც “ბარსელონა” დონეცკელებს 3  – ჯერ დაუპირისპირდა. 

ჯგუფში “ბარსელონა” და “შახტარი” ერთმანეთს გადაეყარნენ, პირველი თამაში უკრაინაში იყო, “ბარსელონამ” 2:1 იმარჯვა, შემდეგ კი უკვე აღარაფრის მომცემ მატჩში “შახტარმა” “ბარსელონას” “კამპ ნოუზე” სძლია 3:2. 

“შახტარი” ჯგუფში მესამე პოზიციაზე გავიდა და “უეფას თასზე” გადაიხვეწა. დონეცკელებმა ყველაფერი კარგად გააკეთეს და ევროპის მასშტაბით,   რიგით მეორე ჩემპიონატს დაეუფლნენ. ხოლო “ჩემპიონთა ლიგას” “ბარსელონა”  დაეუფლა.

გადაწყდა, რომ უნდა შემდგარიყო კიდევ ერთი მატჩი “ბარსელონასა” და “შახტარს” შორის “უეფას სუპერ–თასზე”, სადაც “ბარსელონამ” ურთულესი გამარჯვება მოიპოვა, მატჩის დამატებულ 30 წუთში “ბლაუგრანამ” შეძლო და დონეცკელებს ერთი ბურთი გაუტანა, კერძოდ კი პედრო როდრიგესმა ლეო მესის გადაცემის შემდეგ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში