ესპანეთის ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაში “ბარსელონას” სამი ფეხბურთელი ირიცხება, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-4 ტურის მატჩი გამართა. “ფურია როხამ” მადრიდში შვედეთს უმასპინძლა.
ესპანელები მთელი თამაშის განმავლობაში ყველა კომპონენტში დიდ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ანგარიში მხოლოდ 64-ე წუთზე გახსნეს, როცა თავი პენალტით სერხიო რამოსმა გამოიჩინა. მალევე, შვედეთის ნაკრების კარში კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ცვლილებაზე გამოსულმა ალვარო მორატამ გამოიყენა (85′), 87-ე წუთზე კი ასევე ცვლილებაზე გამოსულმა მიკელ ოიარსაბალმა საჯარიმოს გარედან ზუსტი დარტყმით სხვაობა სამბურთიანი გახადა.
ჟორდი ალბა და სერხიო ბუსკეტსი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და მოედანზე 90 წუთი გაატარეს, სერჟი რობერტო კი მწვრთნელმა თამაშში არ ჩართო.
ლუის ენრიკეს გუნდს 4-დან 4 გამარჯვება აქვს და ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობენ. ამ ტურის შემდეგ, მეორე ადგილზე რუმინეთმა გადაინაცვლა.




ადმინ ზოგჯერ საოცარ რაღაცას წერთ! შვედეთია ისევ მეორე ადგილზე, საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაციები😀
და ამის მერე ვან დეიკი და ოქროა ბურთიო
თავის ჩასვრილს რო გოლით ფარავს ეგაა მაგის პლიუსი. რამოსის ყველაფრის მკადრებელი დედაც მოვ..ან
არადა ნაკლები მწგონა ეს იგრა კიდე კაი 1-იანი დავწერე :დდდ