მადრიდის “ატლეტიკოს” პრეზიდენტი ენრიკე სერესო აცხადებს, რომ ანტუან გრიზმანის ტრანფერთან დაკავშირებით მისი კლუბისთვის “ბარსელონადან” არავის მიუმართავს.
გრიზმანის ტრანსფერის შესახებ არაერთი ინფორმაცია ვრცელდება. ზოგი ცნობით, ფრანგის კატალონიურ კლუბში გადასვლა უკვე გადაწყვეტილია და “ბლაუგრანა” 1 ივლისს ელოდება, როდესაც ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 120 მილიონ ევრომდე შემცირდება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ბარსელონას” ლიდერების უარყოფითი რეაქციის გამო, კატალონიელები გრიზმანის ტრანსფერის გაუქმებაზე დაფიქრდნენ. ზოგი წყაროს ცნობით კი, “ბარსელონა” “ატლეტიკოსთან” მოლაპარაკებას აწარმოებს იმისათვის, რომ კლუბები 120 მილიონი ევროს პირდაპირ გადახდაზე შეთანხმდნენ და “ბარსას” გამოსასყიდი თანხის გადახდა არ მოუხდეს. ასეთ შემთხვევაში, “ბლაუგრანა” დამატებით გადასახადებს თავიდან აირიდებს.
ამ ბოლო ინფორმაციას “ატლეტიკოს” პრეზიდენტი უარყოფს: “გრიზმანის ტრანსფერთან დაკავშირებით “ბარსელონადან” არავინ დაგვკავშირებია.” – განაცხადა ენრიკე სერესომ Onda Ceros-ს ეთერში.




უეჭველი ეგ თემაა. ეგრე საჯაროდ არ გამოაცხადებდა მივდივარო რო 100%ით არ იყოს დარწმუნებული
იასნია. ეგრე იავნად აზარსაც კი არ უთქვამს. როცა გადაწყვეტილია ტრანსფერი. შეიძლება ბოლო თამაში იყოსო. ანუ უკან დასახევი დაიტოვა. ეს კიდე იმენა წავედიო. თან დაემთხვა ბარსას წარუმატებლონებს და ალბათ ბართომეუ ეგრევე დაუკავშირდა და ჩააწერინა ვიდეო. პროსტა თავში არაფერი გადაუტრიალდეს და არ გააუქმონ ტრანსფერი მესის მოთხივნით
მოიცადე მოვა 1 ივლისი და დაგიკავშირდებიან
მაგას ვიძახი მეც გარანტიები რო არ ქონდეს არ გამოვიდოდა და არ იტყოდა მივდივარ ატლეტიკოდანო
სერესოს ისევ დაუყნოსია რაღაც ახალი
ამას წინათ იმასაც კი იძახდი გრიზმანი 200 პროცენტით რჩებაო
ერთხელ თუ მოიტყუე მეორედ არ იზავ ნეტა ამას ?
გრიზმანი რჩება 2000%-ითო რო იძახდა, ისე არ დაკავშირებიან ნეტა ?