“ბარსელონას” ფეხბურთელებმა კატალონიური გუნდის ახალი, ტრადიციულისგან რადიკალურად განსხვავებული დიზაინის მქონე ფორმა შეაფასეს.
ჟერარ პიკე: “ეს ფორმა ახალი და საინტერესოა, შესაძლოა, ცოტა განსხვავებულია, მაგრამ 100%-ით “ბარსაა”. დიზაინი იმ კავშირს ასახავს, რომელიც კლუბს აქვს მხარდამჭერებთან და იმ ადამიანებთან, რომლებიც ქალაქის განვითარებაზე ზრუნავენ”.
რიკი პუჩი: “ჩემთვის, ამ ფორმის ტარება დიდი პატივია. იმ ფერების დაცვა, რომელსაც “ბარსელონა” ატარებს, ჩემი ბავშვობის ოცნებაა და ამავდროულად, დიდი პრივილეგია და უზარმაზარი პასუხისმგებლობა. ძნელია, სიტყვებით ახსნა, რას ნიშნავს ამ მაისურის ჩაცმა ფეხბურთელისთვის, რომელიც აკადემიაში გაიზარდა და პირველ გუნდს მიაღწია”.
ალეშია პუტეიასი (ქალთა გუნდის ფეხბურთელი): “ეს მაისური მოგვიწოდებს, ნიჭის ხელშეწყობა გავაგრძელოთ. “ბარსელონა” გლობალური სიმბოლოა და ინოვაციური დიზაინით სულ უფრო მეტ ახალგაზრდა ადამიანს ვაძლევთ ინსპირაციას, თავიანთი ოცნებების ახდენისთვის ყველანაირი ბარიერი დაძლიონ”.
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი: “ფორმა ძალიან მომწონს, იმედია, ფანებიც იგივეს ფიქრობენ. გვინდა, ეს მაისური მომდევნო სეზონში ჩვენს წარმატებებთან ასოცირდებოდეს”.




https://www.facebook.com/copaamericageorgia/
ხალხო დღეს ჩაკვეტაძე ან ყაზაიშვილი რატო არ არიან რამე იცის ვინმემ ითამაშებენ რომელიმე?
ახალი ფორმა კი არა საქმეს მიხედონ
კარვახალი ყველაფერია მარა კაი ადამიანი ნაღდად არა. რიგითი ბოღმა ნაჯახია. მთლად რამოსი არა მარა არც დიდად ნაკლები
მტავარია ტიტულები დადონ და თუ უნდათ ტრუსიკებით ირბინონ
Хулен Лопетеги – новый главный тренер "Севильи".
Хулен Лопетеги стал главным тренером "Севильи", сообщает официальный твиттер клуба. Соглашение рассчитано на три следующих сезона.
ეს დაუნიშნავთ სევილიაში, საინტერესოა არა?!
ნეტავ ექნება თუ არა სურვილი პერესზე შურისძიების?
თუ გაამართლა სევილიაში, შეიძლება ვალვერდეს მაგიერ მოყვანა, ლა მასიას გაზრდილებს და ახალგაზრდებს მაინც ენდობა და აათამაშებს
1000%-it vetanxmebi, saertod ra shuashia xorvatiis nakrebi dges formebis umravlesoba ertmanetis msgavsia ubralod ferebia gansxvavebuli
ვანიას აზრი მაინტერესებს…

ნეტავ მოეწონა?!?!?!
ვიზიარებ ფეხბურთელების აზრს!✋
მე ძალიან მომწონს!👌❤