კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა ბოდიში მოიხადა გაკეთებული განცხადების გამო, სადაც განაცხადა, რომ “ბარსელონა” 5:0 მოუგებდა “რეალს”. როსელის თქმით, მას არ სურდა ამით ვინმეს გაღიზიანება.
“ამ განცხადებით არ მსურდა, რომ ვინმე გამეღიზიანებინა. ჩვენი ღირებულებები, რომლებსაც წარმოვაჩენთ არის, სიმშვიდე და საქმის კეთება. მე ძალიან ცუდად გამომივიდა ეს ყველაფერი, რის გამოც ძალიან ვწუხვარ”.
სანდრო როსელი სიტყვით გამოვიდა “Penya Barcelonista de Cambrils”–ს 50 წლის იუბილეზე და განაცხადა: “ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი იმ ფეხბურთის მოყვარულს, რომელშიც ჩემმა კომენტარმა გაღიზიანება გამოიწვია. მე არ მსურდა არავის წყენინება, არამედ ეს იყო სოლიდარობის ჟესტი”.
სანდრო როსელმა ასევე შეაქო “ბარსა ბ” და წარმატებები უსურვა მათ სეგუნდა დივიზიონში. აღსანიშნავია, რომ “ვილიარეალ ბ” მასპინძლობდა “ბარსა ბ”–ს და შეხვედრა 2:3 დათმო.

