2018/19 წლების ჩემპიონთა ლიგა დასრულდა და როგორც მოსალოდნელი იყო, ფინალურ მატჩში ბომბარდირთა დავაში ლიონელ მესისთვის გასწრება ვერავინ მოახერხა.
არგენტინელმა ჯგუფური ეტაპიდან ნახევარფინალამდე 12 გოლი გაიტანა. მასთან ყველაზე ახლოს, 8 გოლით, “ბაიერნის” თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი იყო, რომელიც ტურნირს ჯერ კიდევ მერვედფინალში გამოეთიშა.
მესი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი მეექვსედ გახდა. ხუთჯერ, მან გამარჯვება სუფთად მოიპოვა, ერთ შემთხვევაში კი კრიშტიანუ რონალდუს და ნეიმარის თანაბარი შედეგი ჰქონდა.
“ბარსელონას” კაპიტანი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორიც გახდა და ევროპის ოქროს ბუცი მოიპოვა.




მესი ყველა თამაშს ვერ მოგაგებინებს