მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გრიზმანი “ბარსელონას” ფეხბურთელებზე გაბრაზებულია

გრიზმანი “ბარსელონას” ფეხბურთელებზე გაბრაზებულია

ანტუან გრიზმანი, თავის შესაძლო ტრანსფერისადმი “ბარსელონას” ფეხბურთელების დამოკიდებულებამ გააღიზიანა, იტყობინება Sport.

ფრანგის “ბარსაში” შესაძლო ტრანსფერზე ბევრი იწერება, მაგრამ როგორც გაირკვა, კატალონიური გრანდის ფეხბურთელებს არ უნდათ გრიზმანის კლუბში ხილვა. ამან 28 წლის ფეხბურთელი გააღიზიანა, რადგან ანტუანმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომავალი სეზონიდან “ატლეტიკოში” აღარ ითამაშებს, ახლა კი მან არ იცის, როგორ წარიმართება მისი მომავალი.

კოპა დელ რეის ფინალის წინ, ლიონელ მესის და ჟერარ პიკეს გრიზმანის შესახებ კითხვა დაუსვეს, რაზეც მათ ცივი პასუხი გასცეს. აქამდე მათ არერთხელ შეუქიათ ფრანგი ფორვარდი. წყაროს ცნობით, ამან კიდევ უფრო დააბნია გრიზმანი. ამის შემდეგ, დეტალების გასარკვევად, მან სცადა “ბარსელონას” ზოგიერთ ფეხბურთელთან დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ.

ანტუანი “ბარსელონას” სატელეფონო ზარს ელოდება, რომელიც მას “კამპ ნოუს” კარებს გაუღებს, ან სამუდამოდ ჩაუკეტავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

  • emzari
    schedule 30 მაი 2019, 10:22

    რიდე ეს არის გაბრაზებული ამის ნაგლი დედა ვატირე შარშან რა პოდლობა გააკეთა იმის მერე?

  • Don_Andresito
    schedule 29 მაი 2019, 20:49

    ციტატა: Albicelecte
    ეგეც ბარსას ლეგენდა ვერ გახდება, თუმცა ატლესი შეიძლება გახდეს


    ლეგენდა ვერ გახდება ბარსასი? რავი ალბათ ვერ გახდება მარა ვილია არის ლეგენდა ბარსასი? ან ანრი? არსენალის არის მარა ბარსასი? თუ არის ერთიც და მეორეც გრიზმანიც გახდება, საკმარისია ლიგის ფინალში გადამწყვეტი გოლი გაიტანოს და გახდება ისეთივე ფიგურა როგორიც ვილია იყო. 2 სეზონი ჩაატარა ვილიამ ხო, მერე ფეხი მოიტეხა. აქედან პირველი სეზონი იყო ძალიან მაგარი, მარა მშრალი სერიაც ქონდა და ბევრიც მაზა. და თუ ბარსას ფანებს შეაყვარა თავი იგივე გრიზისაც შეუძლია მარტივად. გაიტანოს გასატანი და ტიტულები დაგვადებინოს და ეგაა.

  • vegassi54
    schedule 29 მაი 2019, 20:37

    ზღაპარი.

  • Albicelecte
    schedule 29 მაი 2019, 19:08

    უცნაურია, მაგრამ ამ შემთხვევაში გრიზმანის პოზიცია როგორი შეიძლება იყოს?
    პროფესიონალი? არის,
    დონე? აქვს
    ტიტულები? მსოფლიო ჩემპიონია, ფინალში პენალტი დაარტყა, ნაკრების ლიდერი გახლდათ
    ატლეტიკოშიც მოიგო ტიტულები, სულ ისე არაა
    ევროპალი,ასუპერთასი თუნდაც, ესპ. სუპერთასიც მგონი, არა?

    კიდევ აქვს ტიტულების დამატების შანსი ატლეში, შეიძლება ძალიან ბევრი არა, მაგრამ მაინც
    28 წლისაა, 5/6 სეზონს უმაღლეს დონეზე იტამაშებს, მერე 1 სეზონი სკამი და ჩინეთი/ყატარი/იაპონია/მლს
    ფული აქვს, ალბათ ჩეჩქივით

    ნუ თუ ლიგაა იდეაფიქსი, ეგ სხვა ამბავია
    ანრის ამბავი რომ გავიხსენოთ, ანრი არის ბარსას ღირსეული წვერი და არსენალის ლეგენდა
    ეგეც ბარსას ლეგენდა ვერ გახდება, თუმცა ატლესი შეიძლება გახდეს

  • M10 S9 D11
    schedule 29 მაი 2019, 15:28

    გაბრაზებული არა კვახი ძაან იციან ახლა ამ ჟურნალისტებმა რა უნდათ ბარსას იგროკებს ესეთი სტატიები არის ყოველტვის ტყუილი

  • Don_Andresito
    schedule 29 მაი 2019, 15:27

    ისე კია ღირსი ერთი დოკუმენტური გადავიღოთ და ისე ვუთხრათ პასუხი მარა გვჭირდება და რა დროს თავმოყვარეობანას თამაშია. რო ქონდეს რომელიმეს კიდე ხო,ლივესთან თამაშის მერე ვერ იტყვი რო ამათ თავმოყვარეობა აქვთ. ვალვერდეს მხარდაჭერით უარესს შვებიან კიდე. ან თუ არ უნდოდათ რატო აურიეს საქმე ატლეტიკოში. ყველაზე დაულაგებელი გუნდი და ხელმძღვანელობა გვყავს რა