workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკემ გოლი აბიდალსა და შაკირას მიუძღვნა

პიკემ გოლი აბიდალსა და შაკირას მიუძღვნა

გუშინ გაიმართა შეხვედრა “ვილიარეალსა” და “ბარსელონას” შორის, სადაც კატალონიელებმა 0:1 იმარჯვეს. ერთადერთი გოლის ავტორი ხერარდ პიკეა.

 

ყველამ ნახა თუ როგორ აღნიშნა პიკემ გოლი. მან ხელები გადაიჯვარედინა და თითებით ორიანი გამსახა. ეს ჟესტი მიძღვნილი იყო აბიდალისა და შაკირასადმი. როგორც იცით აბიდალმა რამდენიმე კვირის წინ სიმსიმნე მოიკვეთა ღვიძლიდან და პიკემ ამით მხარდაჭერა გამოუცხადა.

 

საინტერესო დამთხვევა        

 

ხერარდ პიკემ ჟურნალისტებს აუხსნა, თუ რას ნიშნავდა გოლის აღნიშვნის ჟესტი. როგორც იცით, ერიკ აბიდალი 22 ნომრით ასპარეზობს და ამიტომ ორი ცალი ორიანი სწორედ ამას ნიშნავს, მაგრამ ამასთან რა კავშირი აქვს შაკირას? შაკირა დაიბადა 2 თებერვალს. ანუ მეორე თვის მეორე დღეს და ეს ორი თითიც სწორედ ამას ნიშნავს. ახლა კი ყველაზე საინტერესო, თვითონ ხერარდიც ამ დღესაა დაბადებული და ზუსტად 10 წელია კოლუმბიელ მომღერალსა და კატალონიელ ფეხბურთელს შორის სხვაობა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში