მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერნესტო ვალვერდე “ვალენსიასთან” მატჩის შემდეგ

ერნესტო ვალვერდე “ვალენსიასთან” მატჩის შემდეგ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, “ვალენსიასთან” მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 

“ვალენსიამ” ეფექტურად ითამაშა, მათ შანსები გამოიყენეს. ჩვენ ბურთს მეტოქის ნახევარზე ვაკონტროლებდით და საჯარიმომდე ადვილად მივდიოდით, მაგრამ ბოლო ეპიზოდებში ნაპერწკალი გვაკლდა. პირველ ტაიმში გაშვებულ ორ გოლს მხოლოდ ერთით ვუპასუხეთ. 

ეს მატჩი და “ლივერპულთან” შეხვედრა ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვამბობდით, რომ ყველაფრის მოგებას ვაპირებდით და ეს ვერ შევასრულეთ. 

მწვრთნელებს სიტუაციის შეცვლა ყოველთვის სურთ. მეოთხედფინალში დამარცხებას და ფინალში დამარცხებას შორის, ფინალში დამარცხება მირჩევნია, მეოთხედფინალსა და ნახევარფინალს შორის კი – ნახევარფინალში”. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში