“ვილიარეალი” “ლა ლიგის” გრანდად მიიჩნევა. “წყალქვეშა ნავი” “დიდი ორეულის” შემდეგ ერთ–ერთი საუკეთესო გუნდია. იგი თავის სტადიონზე ყოველთვის კარგად გამოიყურება, მასთან სახლში საკუთარ “ელ მადრიგალზე” თამაში ყველას უჭირს. მათ შორისაა “ბარსელონაც”.
“ვილიარეალი” წელს სახლში არცთუ კარგად გამოიყურება, იგი თამაშების 66% პროცენტს იგებს. სეზონის დაწყებისას ეს მაჩვენებელი უფრო კარგი იყო, მაგრამ ბოლო ტურებში შეიცვალა უარესობისაკენ.
ბოლო მატჩი “ელ მადრიგალზე” გვარდიოლამ მოიგო, მაგრამ არცთუ იოლად. ტრადიციულად კატალონიელებს სამი ქულის მოპოვება გაუჭირდათ.
ბოლო წლებში სტატისტიკა “ელ მადრიგალზე” “ბარსელონასთვის” არცთუ სახარბიელოა. 11 სეზონში ჩატარდა “წყალქვეშა ნავის” სტადიონზე 11 მატჩი, აქედან 5 – ჯერ “ბარსელონამ” მოიგო, 5– ჯერ “ვილიარეალმა” ერთხელაც მატჩი ფრედ დასრულდა.
ვნახოთ დღეს გამარჯვებულთა შორის დაწინაურდება თუ არა ვინმე თუ დასრულდება კიდევ ერთი ფრე.
საყაიმო ანგარიში “ელ მადრიგალზე” ისტორიულია, ის მატჩი შედეგიანად დასრულდა, მაყურებელმა 8 ბურთი იხილა, ამისდა მიუხედავად გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, მატჩი 4:4 დასრულდა.



