მატჩის განაცხადი: ვალდესი, პინტო, ალვეში, პიკე, მილიტო, მასკერანო, კეიტა, ბუსკეტსი, ინიესტა, მესი, ბოიანი, ვილია, ხეფრენი, აფელაი, ადრიანო, ფონტასო, ტიაგო, მონტოია და ჯონათან დოს სანტოსი.
პეპ გვარდიოლამ დაასახელა 19 ფეხბურთელი, რომლებიც გაემგზავრებიან “ვილიარეალის” წინააღმდეგ სათამაშოდ. 16 ფეხბურთელი პირველი გუნდიდან იყო, მესისა და ბოიანის ჩათვლით, 3 კი სარეზერვო გუნდიდან: მონტოია, ტიაგო და ჯონათან დოს სანტოსი.
პარასკევს საღამოს, ფეხბურთელები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ “კამპ ნოუზე”, სადაც საბოლოო ვარჯიში გამართეს “ვილიარეალთან” მატჩამდე. გვარდიოლამ გადაწყვიტა “სიუდად ესპორტივას” დაცარიელება, რათა მოედანი აბიდალის მისალმებისთვის გაეთავისუფლებინათ.
მესი მიემგზავრება სათამაშოდ
ყველასათვის სასიხარულოა ის ამბავი, რომ ლიონელ მესი გაემგზარვება “ვილიარეალთან” სათამაშოდ. მას ექიმებმა ნება დართეს თამაშისა და შესაბამისად ვარჯიშსაც დაესწრო. მას არ აღმოაჩნდა არანაირი ტრავმა მარჯვენა ფეხის კუნთზე. აღსანიშნავია, რომ ბოიანიც გუნდთან ერთად მიემგზარვება, რადგანაც მან სრულიად აღიდგინა ფორმა და აღარ აწუხებს მარჯვება ტერფის ტრავმა.
მაქსველს კვლავ აწუეხებს საზარდულის ტრავმა და ამიტომ არ მიდის გუნდთან ერთად “ვილიარეალში”. ამით მან თავი აარიდა ყოველგვარ გართულებას ტრავმისას. პედროს კვლავ არ დართეს თამაშის ნება და თავის დასაზღვევად “ბარსელონაში” დარჩა.
ამ ფეხბურთელების მაგივრად პეპმა გადაწყვიტა წაეყვანა სარეზერვო ფეხბურთელები: მონტოია, ტაგო და დოს სანტოსი.
ჩავის გარეშე
გუნდს ასევე დააკლდება “მაესტრო”, რომელსაც 2 ყვითელი ბარათის გამო დისკვალიფიკაცია აქვს. მან პირველი ვარჯიში გამოტოვა, რადგანაც დაესვენა და ფორმაში ჩამდგარიყო, ხოლო ბოლო სესიას დაესწრო.
პუიოლი მინდორზე
რამდენიმე კვირა გავიდა, რაც პუიოლი არ გვინახავს მინდორზე, თუმცა ამ ვარჯიშს კაპიტანიც დაესწრო. “ბარსელონა” მუშაობდა რამდენიმე ფიზიოტერაპევტთან ერთად.
მატარებლით მგზავრობა
“ბარსელონა” “ვილიარეალში” გაემგზავრება მატარებლით. ფეხბურთელები სტადიონიდან ადგილობრივი დროით 10 საათზე მივლენ სადგურზე, ხოლო 11–ის ნახევარზე ჩასხდებიან მატარებელში. ისინი “ვილიარეალში” პირველი ნახევრისთვის ჩავლენ, რის შემდეგაც სასტუმროში დაბინავდებიან.



