15 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ფრანგმა მცველმა ღვიძლზე ოპერაცია გაიეკთა. მოგეხსენებათ მას სიმსიმნე აღმოაჩნდა. ერიკ აბიდალი თანაგუნდელებს ესტუმრა “სიუდად ესპორტივაზე” და დაესწრო სესიას.
ერიკმა ოპერაცია 17 მარტს გაიკეთა, ხოლო 1 კვირის წინ ჰოსპიტალიდან გამოეწერა. მან გადაწყვიტა მოენახულებინა თანაგუნდელები და ეწვია მათ ვარჯიშზე. ოპერაციის შემდეგ მან პირველად გაიარა მინდორზე და იგი ყველამ განსაკუთრებულად მოიკითხა. ყველასთვის სიურპრიზი იყო აბიდალის დანახვა, ხოლო ფრანგი როგორც ყოველთვის მხნედ იყო და არაფერს იმჩნევდა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=l1c9bzcrTbo]
ყველასათვის დიდი ემოცია
ვარჯიშის დაწყებამდე აბიდალი ესტუმრა სავარჯიშო მოედანს. მას ყველა ეხვეოდა და კოცნიდა დაწყებული ფეხბურთელებით და მწვრთნელებით, დამთავრებული მომსახურე პერსონალით. მან გაიარა მოედანზე და ეხუმრებოდა თანაგუნდელებს, ყველანი ბედნიერები იყვნენ. შემდეგ კი აბიდალი ტრიბუნიდან უცქერდა ვარჯიშს. ერიკი ვარჯიშის დასრულებამდე “სიუდად ესპორტივაზე” იყო.
სანახაობა, რომელიც ყველაფერს ნათელს ჰფენს
აბიდალის გამოჩენამ შესანიშნავი ატმოსფერო შექმნა. თანაგუნდელები გაოგნებულნი იყვნენ მისი ხილვით. ვიქტორ ვალდესმა იმ წამსვე შეწყვიტა ვარჯიში და გაიქცა აბიდალისკენ, როდესაც იგი დაინახა. მეგობრულად გადაეხვივნენ ერთმანეთს და ვიქტორი მეგობრის მიმართ კოცნას არ იშურებდა. აშკარაა, რომ ერიკის გამოჩენას დიდი ოვაციები მოჰყვა. ფრანგმა ყველას გული მოინადირა.
ერთი ნაბიჯით წინ
აბიდალი 1 კვირის განმავლობაში სახლში ისვენებდა. მისი ოპერაციის შემდგომი პროცესი კარგად მიმდინარეობდა და დღეს პირველი საჯარო გამოჩენა იყო. ამ ერთ კვირაში აშკარა იყო მისი გამოჯანმრთელების პროცესი. (მემგონი პუიოლზე ადრე მორჩება:D ავტ.)


