მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუარესი: “ლივერპულის” ქომაგები ხმაურს არ შეწყვეტენ”

სუარესი: “ლივერპულის” ქომაგები ხმაურს არ შეწყვეტენ”

ურუგვაელი თავდამსხმელი უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ კომენტარს აკეთებს.

“ფინალში კიდევ ერთხელ გასვლა შესანიშნავი იქნებოდა. გვესმის, რამდენად რთული საქმეა ეს. ასევე, ვაცნობიერებთ, თუ როგორი სერიოზული მეტოქე გვყავს, თუმცა ჩვენს ხელთაა კოზირი და მიზნის მიღწევა შეგვიძლია”, – ამბობს ლუის სუარესი.

“სალაჰი და ფირმინო დიდი დანაკლისია, მაგრამ ეს თამაშის სურათს არ შეცვლის. მათ გააჩნიათ საკმარისი რესურსი, რათა ტრავმირებულები შეცვალონ”.

“რა თქმა უნდა, “ლივერპულში” გატარებული წლები ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. ამიტომაც, ამ მხრივ, ეს განსაკუთრებული მატჩია. მიუხედავად იმისა, რომ ახლა “ბარსელონას” მაისურით ვთამაშობ, “ენფილდის” მოგონებები ყოველთვის ტკბილად გამახსენდება”.

“ლივერპულის” ქომაგები მთელი მატჩის განმავლობაში ხმაურს არ შეწყვეტენ. საკმარისია ერთი წამით ყურადღება მოვადუნოთ, რომ ყველაფერი შეიცვლება. გულშემატკივრები მე-12 მოთამაშეები იქნებიან”.

“ამ გუნდს ჰყავს სწრაფი ფეხბურთელები, რომლებსაც თამაშში გარდატეხის შეტანა შეუძლიათ, ამიტომაც, ჩვენ მათ ჩვენი თამაში უნდა შევთავაზოთ”, – განაცხადა ურუგვაელმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • tigresa
    schedule 07 მაი 2019, 00:44

    ციტატა: 《DiNiTo CuLe 》… …
    ამას სტვენა არაცდება 😀 მ


    შენ კოუტინიოზე ნახე სტვენა:))

  • 《DiNiTo CuLe 》… …
    schedule 07 მაი 2019, 00:15

    ამას სტვენა არაცდება 😀 მ

  • vako
    schedule 06 მაი 2019, 23:43

    ეე ბიჭო დაიკიდე და გოლი გაიტანე

  • M10 S9 D11
    schedule 06 მაი 2019, 23:12

    ხოდა შენც ტენე გოლი და გააჩუმე