workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბოიანმა ვარჯიში განაახლა

ბოიანმა ვარჯიში განაახლა

გუშინ ბოიანი იძულებული იყო დარბაზში ევარჯიშა ესპანეთი ბელარუსის მატჩში მიღებული ტრავმის გამო. თუმცა დღეს დილით მან გუნდთან ერთად სრულფასოვანი ვარჯიში ჩაატარა, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ ბოიანს შაბათს, ”ვილიარეალთან” მატჩში ვიხილავთ.

ადრე მიღებული ტრავმებისგან სრულიად განიკურნენ პედრო და მაქსველი, რომლებმაც სრული დატვირთვით ივარჯიშეს. დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა ”ბარსა ატლეტიკის” ფეხბურთელებმაც მიიღეს. ესენი არიან ტიაგო, მონტოია და ჯონათან დოს სანტოსი.

დღეს გუნდს ყველა ფეხბურთელი დაუბრუნდა სანაკრებო მატჩების შემდეგ. მიუხედავად ამისა ლეო მესიმ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიიღო, რადგან ბარსელონას ერთ–ერთ კლინიკაში სამედიცინო შემოწმებას გადიოდა. მასკერანომ და მილიტომ აღდგენითი ვარჯიშები განცალკევებით, დარბაზში შეასრულეს. ვარჯიშზე არ იმყოფებოდა ჩავი ერნანდესი, რომელსაც დასვენების საშუელება მისცეს, რადგან ”ვილიარეალთან” მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ის ტოვებს.



ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში