კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელი ფეხბურთელი ადრიანო, ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს “ვილიარეალთან” მატჩს, იტყობინება Marca. ბრაზილიელი თვლის, რომ ამ თამაშის მოგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს:
” ვილიარეალთან” მატჩი სეზონის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი თამაშია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ “სანტიაგო ბერნაბეუზე” გასამრთ მატჩამდე, ჩვენსა და მადრიდის “რეალს” შორის სხვაობა 5 ქულა იყოს. გარიდოს გუნდს ძალიან სწრაფად და კარგად შეუძლია კონტრ შეტევებზე თამაში. ჩვენ, როგორც ყოველთვის ბურთი კარგად უნდა ვაკონტროლოთ და არ უნდა დავუშვათ მნიშვნელოვანი შეცდომები,” დაასრულა ადრიანომ.



