პეპგვარდიოლამაღადგინავარჯიშები. ვარჯიშებსნაკრებიდანდაბრუნებულითითქმისყველაფეხბურთელიდაუბრუნდა. ასევედაბრუნდაისორიფეხბურთელი, რომელთამონაწილეობა ”ვილიარეალთან” მატჩშიკითხვისნიშნისქვეშიყო.
დანიელ ალვეშის პრეს-კონფერენციის შემდეგ ფეხბურთელებმა ვარჯიში დაიწყეს. ვარჯიშზე იმყოფებოდა ესპანეთის ნაკრების ყველა ფეხბურთელი, რომლებმაც ლიტვასთან ”კარტოფილის მინდორზე” ითამაშეს. ასევე დაბრუნდა ჰოლანდიელი იბრაჰიმ აფელაი. ვარჯიშზე არ იმყოფებოდა 3 არგენტინელი: მილიტო, მასკერანო და მესი.
საუკეთესო ინფორმაცია პედროსა და მაქსველი ვარჯიშზე გამოჩენა იყო. ბოლო დღეების მანძილზე კანარელი და ბრაზილიელი ძალიან მსუბუქად იტვირთებოდნენ და როგორც იქნა გამოვიდნენ მინდორზე და ემილი რიკარტას მეთვალყურეობის ქვეშ ივარჯიშეს. შემდგომ ვარჯიშებზე ზუსტად გახდება ცნობილი ითამაშებენ პედრო და მაქსველი ”ელ მადრიგალზე” თუ არა.
პუიოლი და ბოიანი დარბაზში დარჩნენ. კაპიტანი ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს და შეუერთდეს გუნდს, რომელსაც უკვე 2 თვეზე მეტია ვერ ეხმარება. ბოიანს 21 წლამდელთა ნაკრებში თამაშისას ბელარუსის ნაკრების ფეხბურთელმა უხეშად ჩაარტყა ფეხი, რის გამოც ის სრულფასოვან ვარჯიშს ვერ ახერხებს.
ფონტასი, ტიაგო, მონტოია, ჯონათან დოს სანტოსი და ხორდი მასილი ასევე ვარჯიშობდნენ პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად. ვარჯიში დაიწყო მხურვალე აპლოდისმენტებით. ამით ფეხბურთელებმა დანი ალვეშს და ხოსე მანუელ პინტოს კონტრაქტების გახანგრძლივება მიულოცეს.



