workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი უკვე ბარსელონაშია

მესი უკვე ბარსელონაშია

დღეს დილით, ესპანეთის დროით დაახლოებით 9:00 საათზე ლიონელ მესი ბარსელონაში ჩავიდა. ”ელ პრატის” აეროპორტში მას უამრავი გულშემატკივარი, დაცვა და კლუბის წარმომადგენლები დახვდნენ.

აეროპორტიდან არგენტინელი ვარსკვლავი გაემართა ”სიუტატ ესპორტივას” ბაზაზე, სადაც მან რამდენიმე სამედიცინო შემოწმება გაიარა, რათა დადგინდეს თუ რამდენად მისცემს მას ფიზიკური კონდიციები ”ვილიარეალის” წინააღმდეგ თამაშის საშუალებას. თუ მაგნიტო რეზონანსულ გამოსახულებაზე (MRI) არ გამოჩნდება სერიოზული პრობლემები, მაშინ მესი თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშებს. 

შეგახსენებთ, რომ არგენიტინისა და კოსტა-რიკას ნაკრებებს შორის გასამართ ამხანაგურ მატჩის წინ ლიონელ მესიმ ტკივილი იგრძნო მარჯვენა ფეხის კუნთში, რის გამოც მან აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • Guro messi
    schedule 07 სექ 2017, 16:12

    ლომი დაბრუნდა და შეუსრულებს ესპანიოლს.არგენტინა კი მოიგებს და მეორე ადგილით გავა მსოფლიოზე მე ასე ვფიქრობ.

  • zura-barca
    schedule 07 სექ 2017, 06:30

    გენიოსი დაგვიბრუნდა. blush blush