მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

დღეს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა და ტურნირის ოთხეულიც გაირკვა. 

როგორც მოსალოდნელი იყო, “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა არ გაანიავა და “პორტუს” სტუმრადაც მოუგო, ორი მატჩის ჯამში – 6-1. შესაბამისად, “ბარსელონას” მეტოქე სწორედ ინგლისური კლუბი იქნება. 

პარალელურად, “მანჩესტერ სიტის” და “ტოტენჰემის” დაპირისპირება გაიმართა, რომელიც ძალიან დრამატული და უხვგოლიანი აღმოჩნდა და საბოლოოდ, “სიტის” გამარჯვებით, 4-3 დასრულდა. სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით, ნახევარფინალში “ტოტენჰემი” გავიდა. მათი მეტოქე ამსტერდამის “აიაქსი” იქნება, რომელმაც გუშინ ტურნირს “იუვენტუსი” იტალიაში გამოთიშა. 

“ბარსა”-“ლივერპულის” პირველი მატჩი “კამპ ნოუზე” გაიმართება, 30 აპრილს ან 1 მაისს. ფინალისტის ვინაობა კი “ენფილდზე”, 7/8 მაისს გახდება ცნობილი. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (51)

  • davidus2020
    schedule 18 აპრ 2019, 13:51

    ლივერპული ძალიან მაგარი გუნდია, თან ხოდზეა ძალიან , თუ შევადარებთ შემადგენლობას , ჩვენზე ნაკლები ნამდვილად არ ყავთ, უბრალოდ ჩვენ ბონუსი გვაქვს , თან დიდი მესი!! მაგრამ იმათ კლოპი ყავთ , რომელიც ვალიკოზე ძლიერია ნამდვილად, ჩვენ კიდევ ერთი პლიუსი გვაქვს , ლივერისგან განსხვავებით , შიდა ჩემპიონათი პრაქტიკულად მოგებული გვაქვს და ძალების დაზოგვა შეგვიძლია, ლივერს კიდევ გუშინდელი სიტის გამოვარდნით,კიდევ ერთი პრობლემა დაემატა შიდა ჩემპიონატში,და მოუწევს ორ ფრონტზე ბრძოლა,თუ კლოპს მოუსმენთ პრეროგატივას პრემიერლიგას ანიჭებს, რომელიც დიდიხანია არ მოუგიათ.
    ასე რომ ჩემი აზრით შანსები 55-45 ბარსას სასარგებლოდ

  • kluivert
    schedule 18 აპრ 2019, 12:47

    წლევანდელი ჩ.ლიგა არის ის რის გამოც ფეხბურთი მიყვარს. უმაგრესი 1/8 1/4 და მომავალშიც გველოდება ინტრიგები დარწმუნებული ვარ. ძალიან ბევრი მოულოდნელობააა წელს და ცოტა ეგ მაშინებს)))

  • Archie
    schedule 18 აპრ 2019, 12:33

    it was clearly the hand ball by Liorente

  • marco reus 11
    schedule 18 აპრ 2019, 12:04

    ციტატა: Joan Gamper
    რას ტირიხართ ეს პეპის ფანები, ძალიან გამიხარდა სიტის გამოვარდნა, ტიტენჰემს ადვილად მოვუყომარებთ და სიტი მოგვიგებდა ჩემი აზრით. ბარსელონას ფანები ხართ ბოლო-ბოლო თუ გვარდიოლასი?


    სიტის მოსაგები სად არი დაიცა რა

  • Joan Gamper
    schedule 18 აპრ 2019, 11:56

    რას ტირიხართ ეს პეპის ფანები, ძალიან გამიხარდა სიტის გამოვარდნა, ტიტენჰემს ადვილად მოვუყომარებთ და სიტი მოგვიგებდა ჩემი აზრით. ბარსელონას ფანები ხართ ბოლო-ბოლო თუ გვარდიოლასი?

  • getsby
    schedule 18 აპრ 2019, 10:53

    წინასწარ რას წერთ ბარსა აიაქსიო ვაიდა ტოტენჰემი და ლივერპული იყოს? მგონი ჯობს დაველოდოთ და იმედი ვიქონიოთ რომ ვალოდია კარგად გააკეთებს თავის საქმეს.

  • ķaxibarcelona
    schedule 18 აპრ 2019, 10:30

    ციტატა: basa7
    არაა ლივერპული ეგრე ადვილი გუნდი, განსაკუთრებული მიდგომა ჭირდება თავისი თამაში იქით უნდა მოვახვიოთ მგონია. პოლნი შეტევა შეიძლება დამღუპველი იქნეს. აქ ყველაზე კარგად შეიძლება დემბელეს გამოყენება. ნახევრად კონტრატაკა უნდა ვეთამაშოთ. ჩვენ მოედანზე, ხაზთან ახლოს უნდა გვაყავდეს ისე რო წინ ვერ წაიწიონ. მაგ დროს ენძრევა ლივერს. სივრცე უნდა შევუზღუდოთ და დემბელემ უნდა ირბინოს ცხენივით.


    კი გეთანხმები და კიდევ 11 კაცი პოზიცებით ევადაროთ ვისკენ გაადაიხრება უპიეატესობა?ნახევარ ფინალია დეტალები და წვრილმსნები წყვეტენ ყველაფერს..

  • messi and iniesta
    schedule 18 აპრ 2019, 10:00

    აიაქსი ბარსა მინდა ფინალში მაგრამ მგონია რომ ტოტებჰემი ბარსა იქნება

  • deevid
    schedule 18 აპრ 2019, 08:50

    ლა ლიგასთან ერთათ (პრემიერლიგასაც) ვიგებთ ფაქტიურად ყველა ინგლისური გრანდი ჩვენ შეგვხვდა. ბარსა ლიგას და ესპანეთის თასს თუ მოიგებს, ტრიპლი კი არა პოკერი იქნება.

  • Albicelecte
    schedule 18 აპრ 2019, 02:12

    ციტატა: MALUMA
    ყველაზე მეტად სიტის ფეხბურთელები და ფანები მეცოდებიან რა არ იმსახურებდა ტოტენჰემი გასვლას ხოლო ნახევარფინალებს რაც შეეხება ცრვენა ზვეზდამ მოუგო ლივერპულს და ნაპოლისთან და პსჟ სთან ჭიდილში კინაღამ ჩარჩა ჯგუფში ფავორიტები ვართ და გავამართლებთ კიდეც იმის მეშინია აიაქსი არ გამოაგდოს ტოტემ ფავორიტი აიაქსია სონი კეინი არ ეყოლება მაგრამ ჩემპიონთა ლიგაა და ამიტომ ვამბობ დიდი ალბათობით ბარსა აიაქსია ფინალი ტოტე თუ გავიდა კიდე მაგათ ისე გადავუვლით სიტის ტვიტერი საჯაროდ მადლობას გადაგვიხდის და ჩვენი მადლიერი იქნება!

    აგერ ნახეთ გვარდიოლა არაა ისეთი მწვრთნელი ვინმემ საცინლად აიგდოს და ჩვენ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ ჩემპიონობა ჯიბეში გვაქვს და ლივერპულს არა ისინი ჩემპიონობას უფრო მუაწვებიან ასე მგონია და სიტი დარჩენილ მატჩებს ყველას მოიგებს ბარსა ლივერს გააგდებს და კლოპი მოიგებს სამში გრძელს მანჩესტერის ფანებიც გახარებულები იქნებიან ლივერპული სამში გრძელს თუ მოიგებს სიტის ფანები კიდე იმით იამაყებენ რომ პრემიერლიგას გუბდი ზეფიზედ მეორედ მოუგებს და ბარსა სიტი ერთნაირად მოიგებენ ზედიზედ ორჯერ!

    პეპი ასე არავის ააგდებინებს თავ, ისიც მგონია, რომ 20-ში ტოტენჰემს სახეს გააძრობს და ისე იზამს, რომ სექტემბერში ლიგაზე ვერ გავიდეს და ევროპალიგაზე იფაფხუროს! ჩემპიონობისათვის იბრძოლებს და ლივერი წნეხში ეყოლება, ესეც ბარსას წისქვილზე ასხამს წყალს

  • ROUCH
    schedule 18 აპრ 2019, 02:08

    აუ სასტავ ეხლა გადავავლე თვალი და სანე მიწერი სადიო მანეს მაგიერ იმედია მიხვდით ვისაც ვგულისხმობდი