მაზინიო, 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში და კატალონიური ”ბარსელონას” ნახევარმცველის. ტიაგო ალკანტარს მამა არ არის მომხრე სესკ ფაბრეგასის ”ბარსელონაში” გადმოსვლის, აცხადებს sport.es
მაზინიოს აზრით ეს ტრანსფერი მისი შვილის პროგრესს შეუშლის ხელს.
”მე არ ვფიქრობ, რომ ”ბარსელონაში” ფაბრეგასის ტრანსფერი კარგი იდეაა. საქმე ისაა, რომ მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში ხელი შეეშლება ისეთი ფეხბურთელების პროგრესს, როგორებიც ტიაგო ალკანტარა და ჯონათან დოს სანტოსი არიან. ამ მხრივ ჩემი შვილი სხვა ფეხბურთელებისგან არ გამოირჩევა. მას ყოველთვის თამაში სურს” – განაცხადა მაზინიომ.