მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სულშერი ჩემპიონთა ლიგის განრიგით უკმაყოფილოა

სულშერი ჩემპიონთა ლიგის განრიგით უკმაყოფილოა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ულე გუნარ სულშერმა, ჩემპიონთა ლიგის კალენდრის გამო უკმაყოფილება გამოთქვა.

“ამას ვერაფრით ვხვდები. ვინმემ უნდა აგვიხსნას, რატომ აქვს ზოგიერთ გუნდს ზედმეტი დღე დასასვენებლად. დაგუგლვა ვცადეთ, მაგრამ პასუხი ვერ ვიპოვეთ. 

UEFA-მ წესებს აუცილებლად უნდა გადახედოს. როცა პირველი თამაში ოთხშაბათს არის, მეორე მატჩი სამშაბათს ტარდება, სხვა გუნდებისთვის კი პირიქითაა. ეს უსამართლობაა”. – განაცხადა ნორვეგიელმა. 

“იუნაიტედის” და “ბარსას” პირველი დაპირისპირება გასულ ოთხშაბათს გაიმართა (0-1), საპასუხო შეხვედრა კი “კამპ ნოუზე” სამშაბათს შედგება. ანუ, მატჩებს შორის 5 დღეა. ასევეა “აიაქსი”-“იუვენტუსის” შემთხვევაშიც, დანარჩენ გუნდებს კი, რომლებმაც პირველად სამშაბათს ითამაშეს, დასვენებისთვის ხუთის ნაცვლად 7 დღე აქვთ. სწორედ ამას მიიჩნევს დაუშვებლად “მანჩესტერის” დამრიგებელი, ერნესტო ვალვერდეს კი, ჯერჯერობით, პრეტენზია არ გამოუთქვამს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (15)

  • Albicelecte
    schedule 15 აპრ 2019, 14:48

    ყოჩაღი ოლეგი არ უნდა გავკიცხოთ
    სხვა რამის თქმა უნდოდა და სხვანაირად გამოუვიდა
    ბარსამ და მანიუმ ერთ დღეს ითამაშეს ჩემპიონატში. განსხვავება ის იყო, რომ ბარსამ ლიდერები დაასვენა და ქულას დასჯერდა, შედეგს,რომელიც არ დააქცევდა
    თვითონ უეჭველი მოსაგები ჰქონდა ვესტ ჰემთან, რომ 4-ეულს არ გამომშვიდობებოდა და ამან გააღიზიანა
    შესაძლოა ეს ჟოზეს ბრალიც იყოს, რადგან გუნდი ცუდ პოზიციაში მყოფი ჩაიბარა და თვითონ შედეგს დებს,მაგრამ საკმარისი არაა
    მაგრამ არც ბარსას ბრალია ეს და არც არავისი
    უშუალო კონკურენტებთან, რეალთან 6, ატლესთან 4 ქულა აიღო გუნდმა
    ქულები რომ გაეყოთ, 4 ქულით ნაკლებს დააგროვებდა ამ მომენტისათვის და შესაბამისად, რეალთან სხვაობა 6, ატლესთან კი 3 ქულა იქნებოდა
    ლა ლიგაში ეპლზე ნაკლები კონკურენცია არაა
    ბარსა-რელი-ატლეს გარდა არის სევილია-ვალენსია, რომლებიც ევროთასებს იგებენ
    კიდევ საკმაოდ ძლიერო ბასკური კლუბები, ბეტისი და ა.შ.

    ყოჩაღ ოლეგს წარმატებები ეპლ-ში, მანიუ ნაღდად მირჩევნია ჩელსი-არსენალს, ტოტენჰემის კიდევ მკვდარი და ცოცხალი, დინამო ყავს გამწარებული სხვადასხვა დროს და სულაც ამიტომ sunglasses

  • nika 54
    schedule 15 აპრ 2019, 12:42

    რა პრეტენზია უნდა გამოთქვა 5 დღეზე როცა ამ თვეში უფრო მეტი 3-4 დღიანი ინტერვალები გვაქვს.

  • danieli
    schedule 15 აპრ 2019, 12:12

    ლეგენდარული ფერგიუსონი რომ ყოფილიყო ამას ნამდვილად ვერავინ გაუბედავდა.სულშერს რაც შეეხება ჯერ მისი მიზანი მინიმუმ გუნდის შენებაა პრიორიტეტული.ჩემპიონთა ლიგას კი დროებით დაემშვიდობოს.

  • Davit..
    schedule 15 აპრ 2019, 10:47

    ისე მართალია ეს ადამიანი..როდესაც ერთმანეთს ფლეი ოფში ხვდებიან გუნდები შიდა ტურნირნირში ერთ დღეს რო მოუწიოთ თამაში კარგი იქნება..

  • Don_Andresito
    schedule 15 აპრ 2019, 08:35

    ციტატა: Albicelecte

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: Albicelecte
    ბარსას მეტი ჰქონდა დასვენება? თუ რა ხდება?
    ააა, ბარსამ მეორე გუნდით ითამაშა, ლიდერები დაასვენა და ფეირ-ფლეის დარღვევისთვის დავსაჯოთო?! innocent

    არა მაგაზე არაა თემა. მაგ თემაში ბარსაც ზარალდება ამ ეტაპზე მარა ეგრეა ეგ წესი უკვე წლებია და რას ვიზამთ.თორე საწუწუნო რა აქვს, ტიპმა პირველი შეხვედრის წინ საერთოდ არ ითამაშა, გაუმართლაო ვერ იტყვი გათვალეს ინგლისში და სათასო იგრა დაამთხვიეს რო მანჩესსტერს დაესვენა. აბა ტებასი რამეში შეგოწყობს ხელს თუ რეალი არ ხარ? ისე ვალვერდეს საღოლ, არასდროს წუწუნებს. არც ლუჩო წუწუნებდა. ვისაც სჩვევია ტირილი და მოთქმა კი ვიცით 😀

    ჰო, ძალიან რთული გრაფიკია
    გასულ კვირას შეუწყო ხელი ეპლის ხელმძღვანელობამ მანიუს
    ბარსას კიდევ ატლეტიკოსთან ჰქონდა სათამაშო და რეალი რომ ყოფილიყო, ან გადაუტანდნენ ან სულაც რაღაცას მოუხერხებდნენ სხვანაირად (არ ვიცი რას, რასაც უხერხებენ ხოლმე) ერთ ადგილას გადაიხსნებოდნენ და ყველაფერს იკადრებდნენ, რომ რაც შეიძლება შორს გაეთრიათ

    ისე, სასიამოვნო სანახავია ლიგა რეალის გარეშე!

    ლიგაც ლა ლიგაც და კოპაც 😀 და საერთოდ ფეხბურთიც :D:D:D

  • Albicelecte
    schedule 15 აპრ 2019, 02:32

    schedule 15 აპრ 2019, 01:54

  • M10 S9 D11
    schedule 15 აპრ 2019, 01:38

    ეგ მართლა რა მაფიაა ვერ დავამუღამე

  • Niclaus
    schedule 15 აპრ 2019, 01:36

    პატივისცემას იმსახურებს ეს კაცი იმისთვის რაც მანჩესტერში გააკეთა, ზრდილობიანი და გაწონასწორებულია ყოველთვის. ზოგადად მანჩესტერი დიდად გულზე არ მეხატება, ინგლისში უფრო ლივერპული ქომაგი ვარ, მაგრამ მაინც წარმატებები ოლეგუნას, იმ მასხარა განსაკუთრებულს ნამდვილად ჯობია მანჩესტერისთვის.

  • messi-king of the king
    schedule 15 აპრ 2019, 01:16

    ციტატა: Albicelecte
    ბარსას მეტი ჰქონდატამა დასვენება? თუ რა ხდება?
    ააა, ბარსამ მეორე გუნდით ითამაშა,ტს ვ ლიდერები დაასვენა და ფეირ-ფლეის დარღვევისთვის დავსაჯოთო?! innocent

    ოთხშაბათს ვითამაშეთო და სამშაბათს გვიწევსო უფრო ცოტა დღე გამოდის ბარსასაც დასვენება რა შუაშია ეგ ლივერპულმა სამშაბათს ითამაშა და ოთხშაბათს უწევს თამაში განა მანჩესტერის საწინააღმდეგოდაა კალენდარი და ბარსას სასარგებლოდ 😀 😀 😀 😀 ესე უნდა ახსნა სოლსკაიერ კაცოო

  • messi and iniesta
    schedule 15 აპრ 2019, 00:47

    მოგეჭირა სლუშერ

  • Ikks
    schedule 15 აპრ 2019, 00:43

    სტატიის წაკითხვა თუ გეზარებათ რატო შემოდიხართ საინტერესოა))) სულ სხვა რამე წერია სტატიაში და რაებს წერენ )))

  • gurgenidze
    schedule 15 აპრ 2019, 00:15

    Ise am.wesis azrs ver chavwvdi 😂😂

  • ana anukii
    schedule 14 აპრ 2019, 23:56

    უეჭველი კალენდარი მოისყიდა ბარსამ 😂😂😂😂

  • Albicelecte
    schedule 14 აპრ 2019, 23:36

    ბარსას მეტი ჰქონდა დასვენება? თუ რა ხდება?
    ააა, ბარსამ მეორე გუნდით ითამაშა, ლიდერები დაასვენა და ფეირ-ფლეის დარღვევისთვის დავსაჯოთო?! innocent