workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეო მესი ”ვილიარეალთან” მატჩს გამოტოვებს?

ლეო მესი ”ვილიარეალთან” მატჩს გამოტოვებს?

გუშინ გავცრელდა ხმები ლეო მესის ტრავმის შესახებ. ლეომ გამოტოვა ამხანაგური მატჩი არგენტინისა და კოსტა-რიკას ნაკრებებს შორის. მას მარჯვენა ფეხის კუნთის ტრავმა აქვს, რაც საეჭვოს ხდის მის თამაშს ”ვილიარეალის” წინააღმდეგ.

ლეო მესი სანაკრებო ტურის შემდეგ ბარსელონაში დაბრუნდება. მან მონაწილეობა არ მიიღო არგენტინისასა და კოსტა რიკას შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში, ვინაიდან სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა, არ დაეტვირთათ ფეხბურთელი და არ გაემწვავებიათ მისი ტრავმა. ამის მიზეზი დატვირთული აპრილის თვე და ინლისში გასამართი ”კოპა ამერიკა” გახლავთ.

თავდაპირველად სერხიო ბატისტას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მესი სასტარტო შემადგენლობაში დაეყენებია. მაგრამ გეგმები მას შემდეგ შეიცვალა, რაც მესიმ ტკივილი იგრძნო მარჯვენა ფეხის კუნთში. ტკივილი ძლიერი არ იყო, თუმცა სიფრთხილის მიზნით მან არგენტინის ამხანაგური მატჩში გამოტოვა.

ხვალ ”ბარსას” 10 ნომერს კატალონიელი ექიმები შეამოწმებენ. შესაბამისად უცნობია, შეძლებს თუ არა ლეო ”ელ მადრიგალზე” თამაშს ”ვილიარეალის” წინააღმდეგ.

ლეო მესი ბარსელონაში ხვალ დაბრუნდება, მასკერანოსა და მილიტოსთან ერთად.

ლეოს ტრავმა გამოწვეულია დამღლელი სათამაშო გრაფიკისა და მგზავრობისაგან. შეგახსენებთ, რომ არგენტინელ ვარსკვლავს ყველაზე მეტი სათამაშო დრო აქვს გატარებული მეოდანზე ”ბლაუგრანას” მაისურით.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში