მედიასთან ინტერვიუში, “ბარსელონას” ფეხბურთელმა, ადრიანო კორეიამ ისაუბრა “ვილიარელთან” მატჩზე, რომელიც შედგება იმ შემთხვევაში, თუ არ გადაიწევა მატჩები, რომელსაც გადაწყვიტავენ LFP-ს მესვეურები: “ეს უმძიმესი მატჩი იქნება. ჩვენ მათთან ერთხელ უკვე ვითამაშეთ, მართალია მოვიგეთ, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით რა შეუძლიათ. ფეხბურთელები პირველი წუთიდან 90–მდე 100%ით უნდა დავიხარჯოთ”.
რაც შეეხება მატჩების შესაძლო გადაწევას, ფეხბურთელი აცხადებს: “ფეხბურთელები სრული დატვირთვით ვემზადებით, რადგანაც ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვიყოთ თამაშისთვის. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც გვეუბნებიან. თუ გვეტყვიან ითამაშეთო ვითამაშებთ და თუ არა, მაშინ არ ვითამაშებთ, თუმცა ძალინ ვწუხვართ მომხდართან დაკავშირებით”.
საჭიროა თამაში და არა ლაპარაკი
“რეალთან” მეტოქეობაზე მან განაცხადა: “ჩვენ გვმართებს თამაში და არა ლაპარაკი. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგ ფორმაში ვართ და ეს უნდა გამოვიყენოთ კიდეც, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მეტოქეს ძალიან სურს გამაჯვება, რათა ჩემპიონობის გზაზე გადაგვიდგეს. ასე, რომ რთული დაპირისპირება გველის”.


