სპორტული გამოცემა as.com ასახელებს იმ ფეხბურთელების სიას, რომლებმაც შესაძლოა მიმდინარე ზაფხულს დატოვონ ”ბარსელონას” რიგები.
აფელაი – მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, ამ ფეხბურთელზე დიდი მოთხოვნაა ევროპაში. ”ბარსამ” ის 3 მილიონ ევროდ შეიძინა, ხოლო გაყდვის შემთხვევაში მინიმუმ 6 მილიონ ევროს მიიღებს. ასევე, შესაძლებელია, სწორედ აფელაის ფაქტორმა ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი ფაბრეგასის ტრანსფერში.
ხეფრენი – ერთი წლის წინ ვენესუელელმა ფეხბურთელმა ”ბარსელონასთან” კონტრაქტი 2012 წლამდე გაახანგრძლივა. თუმცა, პედრო, მესი და ვილია აიძულებენ მას, მუდმივად დაამტკიცოს თავისი კონკურენტუნარიანობა.
მილიტო – მართალია, ზამთრის ტრანსფერი ”მალაგაში” ჩაიშალა, მაგრამ უკვე პრაქტიკულად ცხადია, რომ გაბი კლუბს დატოვებს. თუ ფეხბურთელს სურს, რომ ძველი ფორმა დაიბრუნოს, მას ძალიან ბევრი ძალისხმევა მოუწევს.
მაქსველი – შესანიშნავი ბრაზილიელი მცველობიდან, მაქსველი როტაციისთვის საჭირო უბრალო ფეხბურთელს ემსგავსება. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს მისი მჭიდრო დამოკიდებულება აგენტ მინო რაიოლასთან.
ადრიანო – ალვეშსა და აბიდალს მყარად უჭირავთ პოზიციები მოედანზე. ბრაზილიელის მიმდინარე კონტრაქტი 2012 წელს იწურება, ხოლო მისი საკომპენსაციო თანხა 90 მილიონ ევროს შეადგენს.
კეიტა – შესაძლოა, აფრიკელი ფეხბურთელის გაყიდვის საკითხი არცთუ რეალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ”ბავარიის” მიერ კეიტას მიმართ გამოჩენილმა ინტერესმა შეიძლება გადამწყვეტი როლი შეასრულოს.



