workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გარიდო: “დღევანდელი “ბარსა” ყველასგან გამორჩეულია”

გარიდო: “დღევანდელი “ბარსა” ყველასგან გამორჩეულია”

“ვილიარეალის” თავკაცმა, ხუან კარლოს გარიდომ, ინტერვიუ მისცა გავლენიან ესპანურ გამოცემა “მარკას”, სადაც ხოტბა შეასხა თავის მომავალ მეტოქე გუნდს, “ბარსელონას”. მისი თქმით, “ბარსამ” ამდენი წლის განმავლობაში დააგროვა უდიდესი გამოცდილება, შემდეგ რამდენიმე ელემენტი გაართიანა და ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობს, ისეთს როგორც ძველი დიდი კლუბები.

 

“დღევანდელი “ბლაუგრანა” მსოფლიოში საკუეთესო კლუბია, მათზე უკეთესი არავინ მინახავს. ბურთის ფლობა არანაკლებ 70%–ისა აქვთ, ახორციელებენ პრესინგს და ძალიან დიდ დროს ატარებენ მეტოქის ნახევარსა და საჯარიმოში. თითოეული გუნდის წევრი გამოირჩევა მაღალი დონის ინდივიდუალური ტექნიკით. ასეთი მაღალი დონის გუნდი მხოლოდ სამი ახსოვს ისტორიას: არიგო საკის “მილანი”, გალაქტიკოსის “რეალი” და ისევ “ბარსელონა”, ანუ იოჰან კრუიფის “Dream Team”. იოჰანის გუნდი შესანიშნავი იყო შეტევაში, მაგრამ ისინი დაცვაში არცთუ სახარბიელოდ გამოიყურებოდნენ. საკის ფეხბურთელები კი არაჩვეულებრივად ასრულებდნენ ტაქტიკურ მონახაზს, არც ინდივიდუალური ოსტატობა აკლდათ “როსონერის” ფეხბურთელებს. უბრალოდ მათ არ ჰყავდათ შეუჩერებელი შეტევითი ხაზი. “რეალმა” ზედიზედ 5–ჯერ მოიგო ლა ლიგა, მაგრამ რაღაც გაუმართავოებები მათაც ჰქონდათ. მაგრამ დღევანდელი “ბარსელონა” ყველაფერს ფლობს : დაცვას, შეტევასა და უნაკლო ტაქტიკურ მონახაზს“. დაასრულა ხუან გარიდომ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში