workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბენზემას მიღწევა, რომელიც მესის არ აქვს

ბენზემას მიღწევა, რომელიც მესის არ აქვს

31 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში მნიშვნელოვან მიზანს მიაღწია.

როგორც იცით, მადრიდის “რეალმა” ბოლო მატჩი “უესკას” წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 3-2 მოიგო. თითქოს მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო, თუმცა 89-ე წუთზე კარიმ ბენზემამ გამარჯვების მომტანი ბურთი გაიტანა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის ბენზემას ლა ლიგის აბსოლუტურად ყველა გუნდის კარში აქვს გატანილი, ვის წინააღმდეგაც უთამაშია. “უესკა” რიგით 34-ე ესპანური გუნდი აღმოჩნდა, რომლის კარიც ფრანგმა აიღო.

საინტერესოა, რომ კარიმმა მექსიკელი უგო სანჩესის რეკორდი დაამხო, რომელსაც 33 გუნდთან აქვს გატანილი. ამ მიღწევით ვერც ლიონელ მესი და ვერც კრიშტიანუ რონალდუ დაიკვეხნიან.

რაც შეეხება მესის, მართალია, მან პრიმერა დივიზიონში უფრო მეტს გაუტანა, ვიდრე ბენზემამ, თუმცა ყველა გუნდთან გატანილი არ აქვს. ის სულ 40 გუნდს შეხვედრია და აქედან 38 გუნდის კარის აღება შეძლო. “კადისი” და “მურსია” – ეს სწორედ ის ორი გუნდია, რომელთა მეკარეების დამწუხრებაც ჯერჯერობით არგენტინელმა ვერ შეძლო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • Don_Andresito
    schedule 03 აპრ 2019, 02:04
    #8

    ციტატა: me da barca
    აუფ, აწი რა ეშველება მესის. კადისის გადმოსვლის თეორიული შანსი არსებობს პრიმერა დივიზიონში, მე-6 ადგილზეა, აი მურსიასი კი რა მოგახსენოთ, სეგუნდას მე-4 ჯგუბშია მე-12 ადგილზე. სადმე კოპაზე თუ გადაეყრება ბარსა.


    კოპაზე არ ითვლება. ლა ლიგაზეა მგონი ბაზარი. კიდე ერთი მიღწევა აქვს ბენზემას რასაც მესი ვერ გაიმეორებს. იმდენი აქვს გამაზული იგუაინი და მორატა თუ გადაუჯოკრავდნენ მარა კი გაყარეს ორივე 😀 უკონკურენტო მმაზველია. სათაურიდანვე მივხვდი რო მაგარი პიტალო თემა იქნებოდა

  • messi and iniesta
    schedule 03 აპრ 2019, 00:30
    #7

    Kadisi da muria mat amosvlas pirvel ligasi mesis svilisvilebi tu moeswrebian

  • Lasha71
    schedule 02 აპრ 2019, 23:06
    #6

    რა ვერცხული სათაურია და სტატისტიაც და საერთოდ ვის ადარებთ მესის

  • M10 S9 D11
    schedule 02 აპრ 2019, 22:03
    #5

    ციტატა: aleko1296

    ციტატა: M10 S9 D11
    რა გავიგო ახლა მესის ლა ლიგაში 38 გუნდისთვის აქვს გატანილი და ბენზემას 34 გუნდისთვის და მაინც ბენზემასია რეკორდი? :დდდდდდდდ


    ბენზემამ ანუ 34 ვეს გაუტანა ვისთანაც ითამაშა . მესსიმ 40 გუნდიდან 38 გაუტანა . ის გუნდები ეხლა 2-3 დივიზიონშია ამიტომ მესსიმ რო მოხსნას რეკორდი ეს 2 გუნდი უნდა გადმოვიდენ წამყვამ დივიზიონში რო მესსიმ რაც ვერგაუტანა გაუტანოს :დდდ


    :დდდდდდდ რა სისულელეა :დდდდდდდდ

  • professor1984
    schedule 02 აპრ 2019, 21:59
    #4

    [quote=M10 S9 D11]რა გავიგო ახლა მესის ლა ლიგაში 38 გუნდისთვის აქვს გატანილი და ბენზემას 34 გუნდისთვის და მაინც ბენზემასია რეკორდი? :დდდდდდდდ
    მეც მანდავარ ზუსტად :D:D:D:D

  • matezhvania
    schedule 02 აპრ 2019, 21:58
    #3

    ესსსსს ყ*ეეეეე რეკლამაააა გათიშეთთთთთთ ბლადდდდდდდ ვისსს რაში აინტერესებსსსს თავისითთ როირთვებააა ეგრეე მაინნცცც არ დაააყენოოოოთთ აამიისსსსსსს …………. თუვინმესს აინტეწრესებს ეს დედანატირებიიი თვითოონნ არ გახსნიაააანნ ?> ? ?? ? შემოსვლა მეზარება უკვეე ამსაიტზეეეე ამმმ სი*ი რეკლამიიისს გამოოოოო !!!!!!!!!!!!!!!!!

  • aleko1296
    schedule 02 აპრ 2019, 21:58
    #2

    ციტატა: M10 S9 D11
    რა გავიგო ახლა მესის ლა ლიგაში 38 გუნდისთვის აქვს გატანილი და ბენზემას 34 გუნდისთვის და მაინც ბენზემასია რეკორდი? :დდდდდდდდ


    ბენზემამ ანუ 34 ვეს გაუტანა ვისთანაც ითამაშა . მესსიმ 40 გუნდიდან 38 გაუტანა . ის გუნდები ეხლა 2-3 დივიზიონშია ამიტომ მესსიმ რო მოხსნას რეკორდი ეს 2 გუნდი უნდა გადმოვიდენ წამყვამ დივიზიონში რო მესსიმ რაც ვერგაუტანა გაუტანოს :დდდ

  • M10 S9 D11
    schedule 02 აპრ 2019, 21:46
    #1

    რა გავიგო ახლა მესის ლა ლიგაში 38 გუნდისთვის აქვს გატანილი და ბენზემას 34 გუნდისთვის და მაინც ბენზემასია რეკორდი? :დდდდდდდდ