workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ყველანაირ ოქროს ბურთს ხალხის სიამოვნებას ვამჯობინებ” – ინიესტა

“ყველანაირ ოქროს ბურთს ხალხის სიამოვნებას ვამჯობინებ” – ინიესტა

ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ იგი გრძნობს ხალხის სიამოვნებას და მადლობელია გუნდის მიმართ ამ გამარჯვებების მოპოვებაში. მისი აზრით “ეს უფრო ფასეულია ვიდრე ნებისმიერი ოქროს ბურთი.”

“ცხოვრება გართულდა და ბევრი ადამიანისთვის ეს პატარა სიამოვნება იყო, რისთვისაც ფეხბურთის ექსტრაორდინარობას დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ.” – განაცხადა ფეხბურთელმა ჟურნალ France Football -თან ინტერვიუში.

ინიესტამ გამოხატა თავისი პატარა ინტერესი იმ ფაქტის მიმართ, რომ მისი სახელიც შედის იმ კანდიდანტთა სიაში, რომლებიც შესაძლოა წლის საუკეთესო ფეხბურთელები გახდნენ.

“მე ვხედავ, რომ ფეხბურთს ხანდახან შეუძლია იმის დაფასება, რაც გააკეთე. ისიც მართალია, რომ ძალიან მსიამოვნებს როცა ხალხი მაფასებს.”

25 წლის ესპანელი ფეხბურთელი დარწმუნებულია იმაში, რომ იგი მანამდე დარჩება კლუბში, სადაც მთელი ცხოვრებაა თამაშობს, სანამ თვითონ არ გადაწყვეტს კარიერის დასრულებას, რადგან ეს ხომ უდიდესი გუნდია.

ანდრეს ინიესტა, რომელიც არ გამოდის კონფედერაციის თასზე ესპანეთის შემადგენლობაში ტრავმის გამო განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატის ტრავმირებული ფეხით მოგება გასულ სეზონში გახდა გასაღები წლევანდელი წარმატებისა. “ევროპამ მე მომცა დიდი თავდაჯერებულობა ცხოვრებაში. ეს გასაღები იყო.” – განაცხადა ნახევარ-მცველმა.

წყარო sport.es

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward