workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსელი: ”არასდროს ვინარჩუნებთ ფეხბურთელებს ძალით”

როსელი: ”არასდროს ვინარჩუნებთ ფეხბურთელებს ძალით”

sport.es-თან ინტერვიუში, კატალონიის ”ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა არასდროს ცდილობს ფეხბურთელის ძალით შენარჩუნებას. როსელის განცხადებით, ”ლურჯ-ბროწეულისფერთა” ფეხბურთელები უნდა დატკბნენ საკუთარი თამაშით და იმუშაონ გუნდში.

”რომელიმე ფეხბურთელი რომ შემოვიდეს ჩემს კაბინეტში და მითხრას, რომ მას აღარ სურს გუნდში თამაში, ერთ წუთზე დიდხანს არ დავფიქრდებოდი. ამის შემდეგ დავიწყებდი ფიქრს ფინანსური კუთხით ჩვენთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაზე. ჩვენ არ გვსურს ”ბარსაში” ფეხბურთელების ძალით შენარუნება.” – განაცხადა სანდრო როსელმა.

შეგახსენებთ, რომ სანდრო როსელი კატალონიის ”ბარსელონას” სათავეში 2010 წლის 1 ივლისს მოვიდა და აღნიშნულ პოსტზე მან ხოან ლაპორტა შეცვალა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში