workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლას კვლავ სურს ნეიმარი

გვარდიოლას კვლავ სურს ნეიმარი

დიდი ხნის განმავლობაში “ბარსელონა” და კერძოდ პეპ გვარდიოლა გამოხატავს ინტერესს “სანტოსის” და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელის ნეიმარის მიმართ. 

ამ მართლაც, რომ ნიჭიერი ფეხბურთელით არამარტო “ბარსელონა” არამედ “ჩელსი” და “რეალიც” ინტერესდებიან, მაგრამ როგორც ჟურნალისტები იტყობინებიან, ეს ტრანსფერი თუ განხორციელდა და “სანტოსი” თავის უდაო ლიდერს შეელია უპირატესობა “ბარსელონას” ექნება, ეს კი სანდრო როსელის დამსახურებაა.

ნეიმარი ძალიან სწრაფი,ენერგიული და ტექნიკური თავდამსხმელია, მას კარგად შეუძლია ფლანგებზე თამაში. სწორედაც ,რომ ამ უნივერსალობის გამო დაინტერესდა პეპ გვარდიოლა მისით.

სატრანსფერო თანხა, დაახლოებით 30 მილიონ ევროს შეადგენს.

მაგრამ ჯერ არაფერია ცნობილი, ყველაფერი ზაფხულში გაირკვევა. დიდი შანსია, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების 11 – იანმა დატოვოს სამშობლო და კატალონიურ გრანდს მიაშუროს. აღსანიშნავია, ისიც, რომ ნეიმარს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს დანი ალვესთან. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში