2018/19 წლების სეზონი “ბარსელონასთვის” ბოლომდე წარმატებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ გუნდი ყველა ტურნირს მოიგებს, რომელშიც ასპარეზობს. ტრიპლეტის მოგების სურვილი “ბარსას” მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა უკვე არაერთხელ გამოთქვეს.
ლა ლიგასა და კოპა დელ რეიზე გამარჯვებასთან კატალონიელები საკმაოდ ახლოს არიან, წარმატების მიღწევა კი ყველაზე რთული ჩემპიონთა ლიგაზე იქნება. რამდენად რეალურია ის, რომ “ბარსელონა” საუკეთესოობას ევროპულ არენაზეც იზეიმებს?
მესის ფაქტორი

საფეხბურთო თვალსაზრისით კარგ ხასიათზე მყოფი ლიონელ მესი მისი გუნდის კარგ შედეგთან ასოცირდება, ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოდროინდელი წარუმატებლობა კი მისთვის დამატებითი მოტივატორის როლს უნდა ასრულებდეს.
1/4 ფინალის წინ, არგენტინელი ტურნირის ორ საუკეთესო ბომბარდირს შორისაა. ბოლო შეხვედრაში, “ლიონთან”, მან დუბლი შეასრულა, ორი საგოლე პასი გააკეთა და როცა საჭირო იყო, შავი სამუშაოს შესრულებაც საკუთარ თავზე აიღო.
თუ მესი ფორმაში იქნება, “ბარსელონას” შანსები ძალიან გაიზრდება.
აუღებელი “კამპ ნოუ”

“ლიონთან” გამარჯვებით, “ბარსელონამ” კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა: 30 საშინაო მატჩი წაგების გარეშე. ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო შედეგი აქამდე მიუნხენის “ბაიერნს” ეკუთვნოდა, რომელიც “ალიანც არენაზე” დაუმარცხებელი 29 შეხვედრის განმავლობაში იყო.
“კამპ ნოუს” ფაქტორი “ბარსელონას” ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ უპირატესობას აძლევს.
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეკარე

“ლივერპულის” წინააღმდეგ მანუელ ნოიერის საკმაოდ უსახური თამაშის და იან ობლაკის მიერ “იუვენტუსთან” 3 გოლის გაშვების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე შემორჩენილ მეკარეებს შორის მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ობიექტურად თუ არა, გულშემატკივრების დიდი ნაწილის სუბიექტური აზრის მიხედვით მაინც საუკეთესოა.
გერმანელ ფეხბურთელისთვის ბოლო ორი სეზონი კარიერაში საუკეთესოა და ის ახლაც ფორმაშია, მეკარის სტაბილურობა კი ტურნირზე, სადაც გამარჯვებულის ვინაობას რამდენიმე მომენტი წყვეტს და თითოეული შეცდომა ქვეყნის ჩემპიონატში დაშვებულზე ძვირად ფასობს, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
შემადგენლობა

ტრავმირებული ფეხბურთელების რაოდენობა ბოლო პერიოდში შემცირდა და ერნესტო ვალვერდეს ძირითადი შემადგენლობების დაკომპლექტება უფრო ადვილად შეეძლება.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სამუელ უმტიტი გუნდს დაუბრუნდა, ისევე, როგორც ფილიპე კოუტინიო პაუზის გარეშე. ბრაზილიელმა “ლიონის” წინააღმდეგ გაუმჯობესების ნიშნები აჩვენა.
სეზონის პირველ ნახევართან შედარებით, უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებენ ლუის სუარესი და ნელსონ სემედუც. საერთო ჯამში, “ბარსელონაში” ძირითადი შემადგენლობის 15-მდე მოთამაშეა და შესაბამისად, სათადარიგოთა სკამი ყოველთვის ძლიერი იქნება.
პიკე საუკეთესო ფორმაში
![]()
სეზონის სტარტზე, “ბარსელონას” მიერ ქულების ხშირ დაკარგვაში ყველაზე დიდი დამსახურება ჟერარ პიკეს ჰქონდა. თუმცა, კატალონიელმა მცველმა და შეთავსებით თავდამსხმელმა თამაში აშკარად გამოასწორა. ის ძალიან კარგ ფორმაშია, დაცვას ლიდერობს და გუნდს შეტევაშიც ეხმარება.
მიმდინარე სეზონში პიკეს ანგარიშზე 7 გოლია, რაც მისი პოზიციის ფეხბურთელისთვის შესანიშნავი მაჩვენებელია.
ჩავის შემცვლელი

იმ ფეხბურთელებს შორის, რომლითაც “ბარსელონამ” ჩავი ერნანდესის ჩანაცვლება სცადა, არტური აშკარად საუკეთესოა. ლეგენდარული ესპანელის დონემდე მას, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი უკლია, თუმცა, თუ ასე გააგრძელებს, 22 წლის ბრაზილიელი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი მალე გახდება.
“ლიონთან”, არტურმა პასების 98.6% ზუსტად შეასრულა და გოლების შექმნაშიც მიიღო მონაწილეობა.
უნიკალური შანსი

“ბარსელონასთან” ერთად ჩემპიონთა ლიგას 7 ძალიან ძლიერი გუნდი შემორჩა, თუმცა მათ შორის არ არის ორი ესპანური გუნდი, რაც ერნესტო ვალვერდეს გუნდისთვის ნამდვილად უკეთესია.
მადრიდის “რეალი” ტურნირის ზედიზედ სამგზის გამარჯვებულია, “ატლეტიკომ” კი “ბარსა” ლიგიდან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ორჯერ გამოაგდო.
ასე რომ, “ბარსელონას” გამარჯვების უნიკალური შანსი აქვს, კატალონიაში კი ეს კარგად იციან.




arada daxatavda grizi dgevandel barcas. inaki cudi bichi araa valverdes agmochenaa tan mara eg unda iyos me 4 prioriteti. 1 felix. 2 jovic 3 pepe da eg meotxe.morata kide ert erti yvelaze mdzime da arasaimedo forvardia. axalgazrda higuaini
აბა მიდი ვალვერდე შენ იცი როგორ ბენზემა ტაქტიკას აირჩევ
ჩ. ლიგა არის წელს ბარსელონას ამაში ვარ 99.9% დარწმუნებული!
კოპა ჩვენია, ლალიგა თავისთავად და ლიგაზეა უკვე გადართული გუნდი! 
Ratomghac mjera rom ajax jiuves gagherdzavs saxlshi.minimum ar waagebs. Yvelaferi turinshi gadawydeba.rasac vuyurebs ajax gasvlazec kargad tamashobs.
Nu saerto jamshi mgonia rom juve gava mainc klasit da gamocdilebit.magram ajaxma thu is thamashi itamasha rac bernabeuze juves seriozuli problemebi sheeqmneba.
Cudi is aris rom ajax sachempiono brdzolashi aris chartuli psvestan am dros juves ganaghdebuli aqvs chempionoba da orive tamashis win daasvenebs dziritad birtbs alegri.
Holandiis fexburtis federaciam ynda ujigros da gadaudos eredivizionis tamashebi ratha kargad moemzadon juvestvis.
Dzalian sanaxaobrivi tamashi iqneba orive.saertod roca ajaxi tamashobs sanaxaoba yoveltvis aris da magitomac var barcelonas shemdeg mati gulshematkivari
Felishes yidvis mimxre var magram jovichis ara.nikolas pepe mirchevnia jovichs.nadiri izrdeba.
Magram rogorc chans jovichs yidulobeno mainc d
Xvale thu moviget 99% chempionebi vart. Unda moindomon da shedzlon faqtiurad sachempiono tamashis mogeba solidur gundtan missave stadionze
ჩოლოს ატლე 85-ე წუთიდან გაძუყნეს 2:0 ბილბაოში!
ყოჩაღ ბასკებო!
ატლეტიკოს საჩუქარი ბარსასთვის, ხვალ თუ მოვიგებთ სხვაობა 10 ქულა იქნება, მოდი ვაღიაროთ ლა ლიგაში ჩვენი დამწევი არც ატლეტიკოა და მითუმეტეს არც რეალი, მთავარი მიზეზი გამოგრჩა მეგობარო მე-8 მიზეზი თუ რატომ უნდა მოვიგოთ ლიგა, მანჩეს პრემიერ ლიგაში სიკვდილ სასიცოხლო ბრძოლა აქვს ოთხეულისთვის, რაც გარკვეულწილად დიდ გავლენას მოახდენს ლიგაზე ნაჩვენებ თამაშზე, ასევე ამ ბარიერს თუ დავძლევთ დიდი ალბათობით ლივერპულს შევხდებით რომელიც სიტისთან საჩემპიონო დუელშია. ალბათ დამეთახმებით არც მანჩესტერი და არც ლივერპული არაა ის გუნდები, რომლებსაც შეუძლიათ ბრძოლა გააგრძელონ ორივე ფრონტზე, ისე რომ გავლენა არ მოახდინოს მათ თამაშებზე, ბარსას კი სწორი მიდგომით შეუძლია დაასვენოს წამყვანი მოთამაშეები გარკვეულ თამაშებში, აქცენტი გაკეთოს ლიგაზე, რაც ძალიან დიდ უპირატესობას გვაძლევს რომ ფინალი ვითამაშოთ, ასეთი შანსის გაშვება ხელიდან არ შეიძლება, იმედი მაქვს ყველაფერი სწორად გაკეთდება, ვივა ბარსა
უპირველესად და უნთავრესად მე მგონია რო ღმერთი ყველას მოგვანიჭებს ამ სიხარულს ძმებოო
gooool bilbao dawinaurda 1-0 💪😊😊
Diario sportma iovichi barsashi gadadiso
ზოგადად გეთანხმები რომ ბოლო წლებში რეალის სტილი ზედმეტად ერთფეროვანია,მაგრამ დღეს ნამდვილად კარგი საყურებელი ფახბურთი ითამაშა რეალმა… იყო რამდენიმე ძალიან ლამაზი კომბინააცია და ამისთვის ჩემი აზრით არ გამოდგებოდა დღევანდელი მატჩი… ჩაწოდებას რას ეძახი გააჩნია ფლანგიდან პასებს? მასე არ გაქვს ბარსას უმეტესობა გოლი? ალბას პასით…
და რომც საზიზღარი იყოს რეალის თამაში .. ასე ძალიან რატომ ხარ დაეჭვებული რომ მასეთი ფეხბურთით არ კაიფობს ვიღაც… შენ არ მოგწონს გასაგებია, მაგრამ არსებობს ვიღაც ვისაც ტიკიტაკას გარდა სხვა რაღაცაც მოსწონს…და კითხვა რომელსაც სვამ სხვათაშორის ირონიულია …
ახლა ან არ მიპასუხებ ან დამიწერ ნუ გამი.რაკე საქმეო… მაგრამ უნდა დამეწერა…
ერთ კითხვაზე მიპასუხე, ბოლო სამი ლიგის დროს ლიჩნად რეალის თამაშზე კაიფობდი ძმაო? ჯერ იქედან დავიწყოთ რო რადგან სამ ფრონტზე ვერ ქაჩავდა ზიდანი ვინუჟდენი იყო ხოლმე რო მთელი აქცენტი ლიგაზე გადაეტანა. მთელი სეზონი იმდენი კრიტიკა იყო რო ვერ ავღწერ, მერე თასების საშუალებით ივიწყებდა კლასიკოებში ნაჩვენებ შედეგს და ზოგადად გუნდის სტილზე ამ ყველაფრის შემდეგ ვერ იღებდნენ ხმას. ესაა სიმართლე, თორემ რატომ არ გეუბნები კარლოს რეალზე. ის გუნდი მართლა კარგი სანახავი იყო, მაგრამ ზიდანის რეალისგან კაიფს თვითონ რეალის ფანები ვერ იღებენ.
ყველა მატჩით არა რათქმაუნდა , მაგრამ როცა გუნდს მთელი გულით გულშემატკივრობ რთულია მინიმალურითაც არ მიიღო "კაიფი" თითოეულს მატჩს რომელსაც ვუყურებ, ვუყურებ დიდი ინტერესით და დიდი მოლოდინით… შეიძლება არ ხატავენ მაგრამ მთლად ესეც არაა რომ არაფერი საინტერესო არ შემოუთავაზებიათ ამ სამი წლის მანძილზე. . . ზიდანი არაა ტაქტიკოსი, და ვერაფერს საინტერესოს მწვრთნელი ვერ შემოგვთავაზებს ,მაგრამ ფეხბურთელები საკუთარი გამოცდილების ხარჯზე ახერხებენ ინდივიდუალურად იმდენს რომ რაღაცით ასიამოვნონ ფანები… არ მიკვირს რომ შენ ვერ მიიღებ ვერანაირი ფეხბურთით კაიფს გვარდის ბარსას შემდეგ… მაგრამ ვიღაც მიიღებს და ეს ირონიულობა რომ თითქოს მადრიდისტები "ხელოვნურად კაიფობენ " ანუ ვითომ მოსწონთ არაა ჩემი აზრით გამართლებული…
მდა… ბოლო 4 ლიგიდან კულეებს კაცმა რო გკითხოთ რეალს არცერთი უკუთვნოდაო და ამ დროს მადრიდისტები ვართ ბოღმიანები და შურიანები :დდდდ მაგარია
მერე კიდე ის რონალდო როცა რეალში იყო ბენზემას ბეილის და მოდრიჩის პასებით გააქ მაგდენი გოლი თორე ისე ჩვეულებრივი ფეხბურთწლის დონისააო და ახლა რეალიდან რო გადავიდა თურმე ახლა გახდა რონალდო რეალის მთავარი კოზირი :დდდდ ბრაო ასეთ კომენტარებს რომ ვკითხულობ გუნება მიკეთდება ხოლმე (ყველას არ ეხება რა თქმა უნდა)
ადმინ თხოვნა მაქვს თქვენთან. შეიძლება რაღაც გამოკითხვის მსგავსი რო ჩაატაროთ რამდენი კაცია ფელიშეს , იოვიჩის და ასე შემდეგ ყიდვის მომხრე.ზოგადად ეს არაფერს ნიშნავს მაგრამ მთლიან სურათს მოგვცემს თუ რა შეიძლება გლობალურ დონეზე ხდებოდეს, ზოგადად რაღაც ასპექტში ზემოქმედებასაც ახდენს ხოლმე.