“ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა, ჟერარ პიკემ, ამ სეზონში შვიდი გოლის გატანა მოასწრო. ამ ფაქტთან დაკავშირებით მან ჟურნალისტებთან იხუმრა.
“თუ ლუის სუარესს დაღლას შევატყობ, მაშინ მწვრთნელს ვეტყვი, რომ შეტევაში გამიშვას. ვეცდები ვალვერდე დავარწმუნო. მე ვიცი როდის მაქვს უპირატესობა და როდის შემიძლია გოლის გატანა. მომწონს, როცა გუნდს შეტევაში ვეხმარები.”
ესპანელს კრიშტიანუ რონალდუზეც ჰკითხეს. “გუნდში ასეთი ვარსკვლავების ყოლას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ტიტულებს ისინი მარტო ვერ მოიგებენ.”
“მესი? რასაც ის აკეთებს არ არის ნორმალური. მას ძალიან კარგი თამაში ჰქონდა, ორი გოლითა და ორი შედეგიანი გადაცემით.”
“რაც შეეხება ტრებლს, ჩვენ სამივე ტიტულის მოგების შანსი ნამდვილად გვაქვს, მაგრამ ამაზე საუბარი ძალიან ადრეა. ახლა ისეთივე სიტუაციაში ვართ, როგორშიც წინა სეზონში ვიყავით. საკუთარ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ.” – ციტირებს პიკეს სიტყვებს Marca.




კაი გაჩე რა ჟერარ. ვალვერდე ისეთია ჭკუაში გაუჯდება ეგ სიტყვები და მართლა რამე არ იკისროს
ჩემი დიპლომატი :დდდდდ