“ბარსელონას” არგენტინელი კაპიტანი, ლიონელ მესი, კატალონიურ კლუბში გამარჯვებების რაოდენობით ლეგენდარულ ჩავი ერნანდესს გაუთანაბრდა. შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” გუშინ – “ლიონი” გაანადგურა (5:1).
ჩავიმ “ბარსელონასთან” ერთად 767 მატჩში 476 გამარჯვება მოიპოვა, მესის კი ამდენივე გამარჯვების მოსაპოვებლად 673 შეხვედრა დასჭირდა.
ლიონელ მესი “ბლაუგრანას” ღირსებას 2004 წლიდან იცავს, ხოლო ჩავი კლუბის ნაწილი 1998-2015 წლებში გახლდათ.




ხოდა ბეტისთან გადაასწრებს
იმედია 800 მატჩზე ავა
ალბათ გადაასწრებს ჩავისაც ჩატარებული მატჩებით ისე მიდის წინ და ბარსელონას ყველა დროის აბსოლუტური რეკორდსმენი გახდება