კატალონიის “ბარსელონას” ესპანელმა თავდამსხმელმა ნაკრებში ყველას აჯობა გოლების გატანაში. მან გუშინ ჩეხეთის წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა და გადაუსწრო ყოფილ რეკორდსმენ რაულს, რომელსაც 44 ბურთი აქვს გატანილი. ისიც აღსანიშნავია, რომ “ელ კაპიტანოს” ესპანეთის ღირსება 2006 წლიდან მოყოლებული აღარ დაუცვია. უყურადღებოდ დასატოვი არც ის ფაქტია, რომ ვილა ნაკრებში 2005 წლიდან მოღვაწეობს. გამოდის, რაული დავიდმა სრულფასოვნად შეცვალა. მან 5 წელიწადში 71 მატჩი ჩაატარა და 46–ჯერ აიღო მეტოქის კარი. ეს სტატისტიკა ბევრ რამეზე მეტყველებს. ახლა კი ესპანეთის საუკეთესო ბომბარდირების ხუთეული: 1. დავიდ ვილა (71 თამაში)–46 გოლი 2. რაული (102 თამაში)–44 გოლი 3. ფერნანდო იერო (89 თამაში)–29 გოლი 4. ფერნანდო მორიენტესი (47 თამაში)–27 გოლი 5. ემილიო ბუტრაგენიო (69 თამაში)–26 გოლი …ფერნანდო ტორესი (81 თამაში) –26 გოლი
ვილამ რაულს გადაასწრო !
sports_soccer
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.