გუშინ ღამით, საბადელში, 10 722 გულშემატკივრის წინაშე, კატალონიის სუპერთასის მოპოვებისთვის ერთმანეთს “ბარსელონა” და “ჟირონა” დაუპირისპირდნენ.
იმის გამო, რომ ეს ერთმატჩიანი ტურნირი ნაკლებად პრიორიტეტულია, ერნესტო ვალვერდეს გუნდი მეტოქეს გადახალისებული შემადგენლობით შეხვდა. მოედანზე სარეზერვო გუნდის 5 ფეხბურთელი გავიდა, დანარჩენები კი ის მოთამაშეები იყვნენ, რომლებსაც, როგორც წესი, დიდი სათამაშო დრო არ ეძლევათ. ძირითად შემადგენლობაში იყო სამუელ უმტიტიც, რადგან მას ფორმის აღსადგენად სათამაშო პრაქტიკა სჭირდებოდა.
მატჩის ერთადერთი გოლი 69-ე წუთზე, კრისტიან სტუანიმ გაიტანა.
“ბარსას” მხრიდან საუკეთესოდ რიკი პუჩი აღიარეს.
“ჟირონამ” ტიტული პირველად მოიგო და “ესპანიოლს” გაუთანაბრდა, “ბარსელონას” კი 2 გამარჯვება აქვს.




ეგ არაფერი უმნიშვნელო იგრა იყო
აიაქსი ბარსელონა იქნება ფინალი
Bარო ხალხი, დაგიბრუნდით ისევვეტ ვიცლი შემოსასვლელად ტუმცა ცჰემი გული სულ აქაა, პესეჟე ფულის ტომარა გუნდი მოგვშორდა რეალი გადახნა აიაქსმა მაგარი იგრებია წეელს, უდავო ფავორიტია ჩემი გადმოსახედიდან აიაქსი bარსამ თუ ვერ დადო ლიგა აიაქსს ვქომაგობ, ბარსას მერე