მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერჟი სამპერი: იაპონიაში გადასვლა ინიესტას გამო გადავწყვიტე

სერჟი სამპერი: იაპონიაში გადასვლა ინიესტას გამო გადავწყვიტე

სერჟი სამპერმა, რომელიც ძირითადი გუნდის წევრი იყო, მაგრამ ტრავმების გამო თამაშის შანსი არ ეძლეოდა, ახლახანს “ბარსელონასთან” კონტრაქტი გაწყვიტა. ის კარიერას “ვისელ კობეში” განაგრძობს, სადაც კატალონიური კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელები, ანდრეს ინიესტა და დავიდ ვილია თამაშობენ. 

“რა თქმა უნდა, ადვილი გადაწყვეტილება არ იყო, 24 წლის ასაკში კარიერის იაპონიაში გაგრძელება ნამდვილად არ იყო ის, რასაც ვაპირებდი. თუმცა, დავინახე, რა არის ამ პროექტის მიღმა. ვხედავ, რომ აქ ისევ შეიძლება, დაფასება და სიყვარული ვიგრძნო. 

ანდრესის ფაქტორი გადამწყვეტი იყო. მან ბევრჯერ დამირეკა და მითხრა, რომ იაპონია განვითარებისთვის კარგი ადგილი იყო. 

ტრავმების გამო, კარიერაში არ გამიმართლა. ვერასდროს იტყვი, რა მოხდებოდა, ეს რომ არ ყოფილიყო. მჯერა, ამას ხელი რომ არ შეეშალა, უკეთესო მდგომარეობაში ვიქნებოდი, მაგრამ წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • neo222
    schedule 06 მარ 2019, 09:30

    წარმატებები სამპერ.

  • M10 S9 D11
    schedule 05 მარ 2019, 23:58

    წარმატებები სერხი

  • Don_Andresito
    schedule 05 მარ 2019, 23:01

    ციტატა: Bola
    ძალიან რთულია ზოგადად ესეთი მსგომარეობები. წარმოიდგინეთ ბავშვობიდან ვარჯიშობ თავს იკლავ… აკეთებ იმას რაც გიყვარს… ბარსელონას აკადემიაში ხარ შენზე დიდ იმედებს ამყარებენ… აშკარად ხვდები რომ სხვებს ჯობნი შეგიძლია დიდი ფეხბურთი ითამაშო. ემზადები და ოცნებებში ხარ როფორ ხდები მთავარი გუნდის ლეგენდა… ყველა ბავშვის ოცნება ვინც აკადემიაშია ხო ეგაა დაა ბოლოს და ბოლოს როცა მიუახლოვდები მთავარ გუნდს იტრამვები და იტტამვები. საშიბელებაა და რთული წასაკითხი ის ფრაზა რაც 24 წელთან დაკავშირებით თქვა. ფეხბურთი და სპორტი ზოგჯერ დაუნდობელია. გზაგასაყარზე რამდენს დაუნებევია ტრამვის გამო თავი ალბათ და ჩვეულებრივი ადამიანი დაბალი ხელფასით და ცხოვრების ჩვეუკი რირმით უცხოვრია. არადა რომ არა ტრამვები შეიძლება დიდი ფეხბურთი ეთამაშათ .. ფულიც ბევრი ექნებოდათ ცნობადები იქნებოდნენ და ვაფშე სხვა ცხოვრება ექნებოდათ

    arada ishviatad kintamashobda mara igrdznovoda klasi, pasis kultura da ravi.

  • Bola
    schedule 05 მარ 2019, 22:30