არგენტინის ნაკრებისა და “ბარსელონას” ფორვარდი, ლიონელ მესი, თავს იღბლიანად თვლის, რადგანაც “ბარსელონასთან” ერთად ყველაფერს მიაღწია, მაგრამ მის კარიერაში მხოლოდ ის ნაკლია, რომ არ აქვს აღმართული მსოფლიო ჩემპიონატის თასი.
“თუ მოვახერხებ და და მოვიგებ მუნდიალს არგენტინის ნაკრებთან ერთად, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება“. თქვა მესიმ არგენტინულ ჟურნალთან ინტერვიუში, რომელიც ჩაიწერა ამერიკაში. სწორედ ამ ქვეყნის ნაკრებს დაუპირისპირდება არგენტინა დღეს.
“ჩემი მთავარი ამოცანაა მსოფლიო ჩემპიონატის მოგება. ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ინდივიდუალურ და კლუბურ დონეზე ყველაფერს მივაღწიე, რაზეც შეიძლება იოცნებოს ფეხბურთელმა, მაგრამ მინდა, რომ სანაკრებო დონეზეც მივაღწიო წარმატებას. ჩემი ოცნებაა წარმატება არგენტინის ნაკრებთან ერთად“. განაცხადა როსარიოელმა ფეხბურთელმა.
ლიონელ მესიმ აღნიშნა, რომ ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამარჯვების შემდეგ, როდესაც არგენტინამ 4:1 მოიგო, ფეხბურთელისადმი არგენტინელი გულშემატკივრები კომპლიმენტებს არ იშურებდნენ. “თამაშის შემდეგ ძალიან ემოციურად ვიყავი განწყობილი და ვამაყობდი, რომ არგენტინის ნაკრების წევრი ვარ. ძალიან მინდოდა, რომ ჩემი რწმენა დაბრუნებოდათ არგენტინელებს და ეს იმ დღეს მოხდა, ამით ძალიან გახარებული ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ ფანები ბოლომდე გვიქომაგებენ “კოპა ამერიკაზე”. ამ ტურნირზე მოგება უდიდესი გამოწვევა იქნება ჩვენთვის და ჩვენი ფანებისთვის“.
ბედნიერი საკუთარ ნაკრებში
მესი ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს არგენტინის ნაკრებში: “მე ჩემს გუნდელებს ძალიან დიდი ხანია რაც ვიცნობ. ვგრძნობ, რომ ისინი მაფასებენ და ანალოგიურად ვიქცევი მეც. მე ძალიან მიხარია, რომ ასეთი ხალხის გვერდზე ვთამაშობ“.
“ბოლოს, როდესაც მე ვიტირე იყო 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რადგანაც არგენტინის ნაკრები დამარცხდა გერმანიასთან ანგარიშით 4:0.” განაცხადა 2009 და 2010 წლის ოქროს ბურთის მფლობელმა, რომელსაც ადარებენ დიეგო მარადონას, რითაც ძალიან ბედნიერია.
“დიეგო უნიკალური ადამიანია და ჩემთვის დიდი პატივია მასთან შედარება. მე ვეცდები, რომ ჩემი სახელი დავტოვო ფეხბურთის ისტორიაში. თუ მე შევძლებ და ავალ იმ სიმაღლეებზე, სადაც იყო მარადონა, ეს იქნება ძალიან კარგი რამ. მთავარი კი ისაა, რომ ჩვენ ორივენი ვართ არგენტინელები“.