workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კვირის ბოლო ვარჯიში

კვირის ბოლო ვარჯიში

როგორც იცით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაიმართება საეთაშორისო სანაკრებო თამაშები, ამიტომაც კვირის ბოლო ვარჯიშზე ძალიან ცოტა ფეხბურთელი იყო პირველი გუნდიდან. მთავარი გუნდიდან მხოლოდ 5 ფეხბურთელი იყო და პლიუს მეკარე იორდი მასიპი “ბარსა ბ”–დან. ვარჯიშზე ყურადღება გამახვილებული იყო მხოლოდ ფიზიკურ მომზადებაზე.

 

სამშაბათისა და ხუთსაბათის სესიებისგან განსხვავებით, პინტო, ჟერფრენი, კეიტა, ადრიანო და ბოიანი არ ვარჯიშობდნენ “ბარსა ბ”–ს ფეხბურთელებთან ერთად. ლუის ენრიკეს შეგირდები შუადღისას ივარჯიშებენ, რადგანაც მათ ელით თამაში “ალკორკონთან” “მინი ესტადიზე”. მხოლოდ მეკარე იორდი მასიპი ვარჯიშობდა პირველ ხუთეულთან, რადგანაც ფონტასი ემზადება “ალკორკონთან” მატჩისთვის.

 

ეს იყო ბოლო ვარჯიში ფეხბურთელთათვის. ახლა ისინი ერთი კვირით დაისვენებენ. ამიტომაც გადაწყვიტა სამწვრთნელო შტაბმა, რომ ფოკუსირება მხოლოდ ფიზიკურ მომზადებაზე მოეხდინათ და არა რაიმე ტაქტიკურ მონახაზზე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 18 ივლ 2021, 09:33

    ამას რა ჭირს, პლიაზჟეა თუ რა ხდება? ასე რო ვარჯიშობს და ეჩვევა თავისუფალ მოძრაობას, მერე იმიტომაც ერევა ფეხები ტრუსებში და მიდის ავტოგოლები.

  • me da barca
    schedule 18 ივლ 2021, 00:03

    სურათზე უცებ პედრი მეგონა, მაგრამ შორტების მდგომარეობით მივხვდი, რომ პიკე იქნებოდა.