ამსტერდამის “აიაქსის” ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი, რომელიც ზაფხულში “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდება, ჰოლანდიაში წარმატებების მიღწევას აგრძელებს.
21 წლის ფეხბურთელი ერედივიზიონის თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
ამ თვეში, დე იონგმა 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 3 “აიაქსის” გამარჯვებით და საშუალოდ 5 გოლით დასრულდა. ამ შეხვედრებში მან ცენტრალური მცველის პოზიციაზე მოედანზე 90 წუთი გაატარა, “ჰერაკლესთან” (0-1) კი მწვრთნელმა მოედნიდან თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გაიყვანა.




ყოჩაღ ფრენკ <3 ერთი რეალიც ამოისვი სამშაბათს და ეგაა