მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, “ბარსელონასთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“რეალში” ჩემი მოსვლის შემდეგ ოთხ წელზე მეტი გავიდა და უკვე არაერთ “კლასიკოში” მივიღე მონაწილეობა. ამ მატჩების დროს ყოველთვის საოცარი ატმოსფეროა. ეს რამდენიმე დღით ადრეც შეიმჩნევა. ერთმანეთის წინააღმდეგ ორი დიდი კლუბი თამაშობს და ამ დაპირისპირებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.
გასახდელში შესანიშნავი განწყობაა, “კლასიკოს” დატვირთვა ისტორიის გათვალისწინებით ყველა ფეხბურთელმა იცის. ეს განუმეორებელი მომენტია. ორივე მხარე ერთმანეთს კარგად იცნობს.
“ბარსელონას” წინააღმდეგ თავის დაცვა ყოველთვის რთულია. მათ ყველა პოზიციაზე ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ”. – თქვა მან.




კაი კაცი ხარ ტონი… საკაიფოდ იბაზრა.
ხოდა განუმეორებლად გიხმართ ხვალე :დდდდ