workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალი სახლშია !

აბიდალი სახლშია !

ფრანგ მცველს, ერიკ აბიდალს, რომელსაც ღვიძლზე სიმსივნე ჰქონდა, ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციამ კარგად ჩაიარა და მისი გამოჯანმრთელების პროცესიც დამაკმაყოფილებელი იყო. ერიკ აბიდალი სახლში გაწერეს.  

მედიკოსებმა კომენტარი გააკეთეს აბიდალის მდგომარეობაზე: “ფეხბურთელი გუშინ საღამოს გაწერილი იქნა ჰოსპიტალიდან. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. ყველაფერი ნორმებს შეესაბამებოდა, ამიტომაც მივიჩნიეთ, რომ აბიდალი სახლში უნდა გაგვეშვა. იგი ახლა უკვე სახლში ისვენებს”.

რაც შეეხება “ბარსელონას” მედოკოსებს, მათ განაცხადეს: “აბიდალის ვითარება მართლაც, რომ დამაკმაყოფილებელი იყო. მისი ჰოსპიტალში ყოფნა აღარ იყო საჭირო, ამიტომაც იგი სახლში გაწერეს. აბიდალი თავს სუსტად უკვე აღარ გრძნობს, მაგრამ უმჯობესია თუ წოლითი რეჟიმი ექნება. შესაძლოა, დაახლოებით 4 კვირაში ფრანგი მცველი გუნდს დაუბრუნდეს”.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში