“ბარსელონა” უკვე ძალიან დიდი ხანია ზრუნავს იმაზე, რომ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც გუნდისათვის უმნიშვნელოვანესები არიან, მაქსიმალურად გაუხანგძლივოს კონტრაქტი. ძალიან ბევრი ფეხბურთელია ისეთი, რომელიც მინიმუმ 4–5 წლის განმავლობაში ხელშეუხებელი იქნება. გუშინ დანი ალვესმა კონტრაქტი გაახაგანძლივა 2015 წლამდე.
იგი ერთადერთი არ არის, ვისაც კლუბთან 2015 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი. მის გარდა 2015 წლამდე კონტრაქტი აქვს ხერარდ პიკეს, ანდრეს ინიესტას, პედრო როდრიგესს, ბოიან კრკიჩს, სერხიო ბუსკეტსს და იბრაჰიმ აფელაის. ხოლო, რაც შეეხება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს, ლეო მესის, მას კონტრაქტი 2016 წლამდე აქვს.
2013 წლის დასრულებამდე აქვთ კონტრაქტი პუიოლსა და მაქსველს, ხოლო ჩავის, ვილიას, კეიტასა და ადრიანოს 2014 წლამდე.
ეს საქმე, რომელიც კონტრაქტების გახანგძლივებას ეხება ლაპორტამ წამოიწყო და როსელმა გააგრძელა. დანი ალვესმა, ბუსკეტსმა, ბოიანმა და კეიტამ მის ხელმძღვანელობის დროს მოაწერეს კონტრაქტს ხელი. რაც შეეხება აბიდალსა და პინტოს, მათ ძალიან მცირე კონტრაქტები აკავშირებთ კლუბთან – ერიკს 2012– მდე, ხოლო ხოსე მანუელს 2011. მათი კონტრაქტების გახანგძლივება უახლოეს დღეებში იგეგმება.
რაც შეეხება პეპ გვარდიოლას, მას უკვე წესად ექცა ერთ წლიანი კონტრაქტების დადება. ესპანელმა კვლავ დადო ერთ წლიანი ხელშეკრულება “ბარსელონასთან”. იგი “ბარსელონას” თავკაცი მინიმუმ 2011/12 სეზონის დასრულებამდე იქნება.



