workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის ყველაზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული გუნდის შემადგენლობაში

მესის ყველაზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული გუნდის შემადგენლობაში

მესი ყოველი წლის შემდეგ უფრო და უფრო იზრდება და  გუნდისათვის უფრო სარგებლიანი ხდება. წელს ლეო გოლების გარდა, საგოლე გადაცემებსაც აკეთებს და ხშირად გუნდის “მაესტროობასაც” ითავსებს. ლეოს ყველაზე მეტი დრო აქვს დაყოფილი მოედანზე ამ სეზონში, ვიდრე რომელიმე სხვა ფეხბურთელს. 

წელს სულ “ბარსელონამ”  47 მატჩი ითამაშა, აქედან ლეომ 42 – ში მონაწილეობა მიიღო. “ლა ლიგაში” მესის 3 თამაში აქვს გამოტოვილი, 2 ტრავმის გამო, რომელიც “ატლეტიკოსთან” მატჩში მიიღო (2:1 “ვისენტე კალდერონზე”)  უიფალუშთან შეტაკების დროს, ხოლო ერთი მატჩი თავისივე ნება–  სურვილით გამოტოვა “ლევანტეს” წინააღმდეგ. ხოლო, რაც შეეხება დანარჩენ 2 მატჩს, ორივე მატჩი გამოტოვილი იქნა “სამეფო თასზე”. ერთი “ალმერიას” წინააღმდეგ საპასუხო მატჩი და ერთიც “სეუტას” წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ ლეოსთან ერთად ბევრ მატჩში აქვთ მონაწილეობა მიღებული პედროსა და კეიტას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში კეიტა შეცვლაზე შემოდის, ხოლო პედრო მოედანზე მთელ 90 წუთს არ ჰყოფს. აღსანიშნავია ისიც, რომ მესის მათზე მეტი წუთი აქვს ნათამაშები.

წელს ყველა ტურნირზე არგენტინელმა 3487 წუთი დაჰყო, ალვეშმა 3386, ინიესტამ 3344, ხოლო პიკე 3318.

”ტრიპლეტის” წელს მესიმ 53 მატჩში მიიღო მონაწილეობა, შარშან კი 50 – ში. აღსანიშნავია, რომ კიდევ ბევრი მატჩი დარჩა სათამაშო “ბარსელონას” შესაბამისად, დიდი შანსია, მიმდინარე სეზონში ლეომ 53 – მატჩზე მეტი ჩაატაროს.

რაც შეეხება არგენტინის ნაკრებს! მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, გუნდმა სამი ძალზედ მნიშვენლოვანი თამაში გამართა, მართალია ამხანაგური, მაგრამ პრინციპული. ესპანეთთან, ბრაზილიასთან და პორტუგალიასთან. სამივე მათგანში არგენტინამ იმარჯვა, სამივე მათგანში მესიმ 90 წუთი დაჰყო მოედანზე და შედეგიც სახეზეა, 270 წუთი 3 გოლი. ამის გარდა “ალბისელესტე” იაპონიასთან დამარცხდა მინიმალური სხვაობით. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში