workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ადრიანო 100 % – ით გამოჯანმრთელდა

ადრიანო 100 % – ით გამოჯანმრთელდა

სანაკრებო პაუზის დროს უმეტესობა ფეხბურთელებისა, საკუთარ ნაკრებებს ეხმარებიან. ახლა სწორედ სანაკრებო კვირაა, ფეხბურთელები ვინც გამოძახებულნი არიან ემზადებიან იმისათვის, რომ საკუთარ ქვეყანას დაეხმარნონ, ხოლო ის ვის ნაკრებსაც ან თამაში არ აქვს, ანდაც გარვეკული მიზეზების გამო არ არის გამოძახებული, ვარჯიშობს გუნდთან ერთად. ამის გარდა ვარჯიშობენ მეორე გუნდის ფეხბურთელებიც. 

ვარჯიშზე ძალიან კარგი ატმოსფერო იყო. სესია დღეს დილით “სიუდად ესპორტივაზე” გაიმართა. 

 

სრულფასოვნად გამოჯანმრთელდა ბრაზილიელი განაპირა მცველი / ნახევარმცველი ადრიანო კორეია, რომელმაც დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა. ვარჯიშზე ასევე იყვნენ პირველი გუნდის ფეხბურთელები: პინტო, კეიტა, ბოიანი, ხეფრენი.

 

ვარჯიშზე მე–2 გუნდის ფეხბურთელებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც პეპ გვარდიოლამ გამოიძახა. ლუის ენრიკეს შეგირდები დღეს “ბარსელონას” პირველი გუნდის ფეხბურთლებს ავსებდნენ.

 

რაც შეეხება პედროს, პუიოლსა და მაქსველს, მათ კვლავ გამოტოვეს ვარჯიში. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში