workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Le Parisien: ადრიან რაბიო “ბარსელონაში” გადასვლაში დარწმუნებულია

Le Parisien: ადრიან რაბიო “ბარსელონაში” გადასვლაში დარწმუნებულია

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველს, ადრიან რაბიოს, ეჭვი არ ეპარება, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდება. ამ ინფორმაციას Le Parisien ავრცელებს.

როგორც იცით, 23 წლის შუახაზელს პსჟ-სთან მოქმედი კონტრაქტი ივნისში ეწურება და მან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი გაანცხადა. კლუბის ხელმძღვანელობამ რაბიოსთან შეთანხმებას ვერ მიაღწია, რის გამოც ის მეორე გუნდში დააქვეითეს. ფეხბურთელი ზაფხულში სხვა გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლას შეძლებს.

პარიზელი ჟურნალისტების ცნობით, “ბარსამ” და რაბიომ სავარაუდოდ უკვე შეათანხმეს ხელფასი, ბონუსები და ფეხბურთელის სამომავლო როლი. ადრიანი მარცხენა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშებს და გუნდში 30 წლის ივან რაკიტიჩს შეცვლის, რომელიც მიმდინარე სეზონის შემდეგ “ბარსელონას” დატოვებს.

ადრიან რაბიო “პარი სენ-ჟერმენის” სკოლის აღზრდილია. მის ანგარიშზე პარიზელთა შემადგენლობაში 227 მატჩი, 24 გოლი და 17 შედეგიანი გადაცემაა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • Bola
    schedule 16 თებ 2019, 18:54

    რაკეტას თუ დატოვებენ არვიცი არვიცი. იმის მეშინია კონკურენციამ კი არ მოამატებინოს ყველას.. მთლად არ არიოს გუნდში სიტუაცია და ყველა არ გაფუჭდეს. წარმოიდგინეთ რამდენი ნახევარმცველი გვეყოლება დე იონგი რომ მოვა და რაბიო დაემატება. თუ კოუტინიოსაც მოვიაზრებთ მითუმეტეს.

  • M10 S9 D11
    schedule 16 თებ 2019, 18:07

    რაკიტიჩი თუ წავიდა ეს უნდა მოიყვანონ იმედია ეგრეც მოხდება

  • Hessi
    schedule 16 თებ 2019, 15:54

    შემტევი ნახევარმცველი გვინდაა! სწრაფი და კაცის მოტყუება რომ შეუძლია

  • gurgenidze
    schedule 16 თებ 2019, 15:21

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: gurgenidze
    Esec tu mova rakitichi wava … tan erti 60_70 milioni kaqedan shemova… es mosayvanja upasod mituemtes romc ar gaamartlos 20 _ 30 miliojad sul gavyidit da wagebashi ar viqnebit.. deligtze ichalichon aucileblad da egaa..


    100% ით მოსაყვანია. ვიდალიც წავიდეს მერე და რაკიტიჩიც. ვიდალშიც ავიღებთ ერთი 20 მილიონს. დე იონგი არტური რაბიო ბუსი ალენია გაიყოფენ სათამაშო დროს. პუჩი და პატარა ბუსი დროებით მოიცდიან დაწინაურებას და არსებული 5 ნახევარმცველიდან 4 ახალგაზრდაა. დე იონგი 2 წელიწადში სრულიად აითვისებს ბუსის პოზიციას, არტური და რაბიო კიდე ცენტრს გაამაგრებენ, სამივეს აქვს იდეალური სიზუსტის პპასი და ზოგადად კულტურა როგორც მოკლე ისე გრძელი პასის. ტაქტიკურად სამივე განსწავლულია. კრეატივიც აქვთ და ართევაზე თამაშის უნარიც. რაც მთავარია მზარდები არიან, შეთამაშდებიან და განვითარდებიან. სუპერ ნახევარდაცვა გვეყოლება. თორე ეს თუ ვერ დავითრიეთ უფასოდ, ბუსის შემცვლელი დაჭირდება 2 სეზონში და მაგ დროისთვის წარმოდგენაც არ მინდა ფეხბურთელების ფასები სად იქნება ასული


    Mand kouc miatvalet egec nax mcvelia… me vidals.ar gavushvebdi kidev erto sezoni rakitichi tu wava erti dzaan gamocdili nax mcveli majnc iqneba skamistvis..

  • Don_Andresito
    schedule 16 თებ 2019, 14:51

    ციტატა: gurgenidze
    Esec tu mova rakitichi wava … tan erti 60_70 milioni kaqedan shemova… es mosayvanja upasod mituemtes romc ar gaamartlos 20 _ 30 miliojad sul gavyidit da wagebashi ar viqnebit.. deligtze ichalichon aucileblad da egaa..


    100% ით მოსაყვანია. ვიდალიც წავიდეს მერე და რაკიტიჩიც. ვიდალშიც ავიღებთ ერთი 20 მილიონს. დე იონგი არტური რაბიო ბუსი ალენია გაიყოფენ სათამაშო დროს. პუჩი და პატარა ბუსი დროებით მოიცდიან დაწინაურებას და არსებული 5 ნახევარმცველიდან 4 ახალგაზრდაა. დე იონგი 2 წელიწადში სრულიად აითვისებს ბუსის პოზიციას, არტური და რაბიო კიდე ცენტრს გაამაგრებენ, სამივეს აქვს იდეალური სიზუსტის პპასი და ზოგადად კულტურა როგორც მოკლე ისე გრძელი პასის. ტაქტიკურად სამივე განსწავლულია. კრეატივიც აქვთ და ართევაზე თამაშის უნარიც. რაც მთავარია მზარდები არიან, შეთამაშდებიან და განვითარდებიან. სუპერ ნახევარდაცვა გვეყოლება. თორე ეს თუ ვერ დავითრიეთ უფასოდ, ბუსის შემცვლელი დაჭირდება 2 სეზონში და მაგ დროისთვის წარმოდგენაც არ მინდა ფეხბურთელების ფასები სად იქნება ასული

  • gurgenidze
    schedule 16 თებ 2019, 14:38

    Esec tu mova rakitichi wava … tan erti 60_70 milioni kaqedan shemova… es mosayvanja upasod mituemtes romc ar gaamartlos 20 _ 30 miliojad sul gavyidit da wagebashi ar viqnebit.. deligtze ichalichon aucileblad da egaa..

  • DE JONG
    schedule 16 თებ 2019, 14:25

    კაია თუ მოვა გამოიხშირება ზაფხულში გუნდი და მოიძებნება ადგილი ამისტვის <3

  • ^Barca-Vision^
    schedule 16 თებ 2019, 14:19

    Xoda ra gindat marjvniv arturi sayrdenze frenki da marcxniv es mere kidecpuchic mova da 4 idealuri naxevarmcveli gundshi sakmarisia konkurencia iqneba magar motamasheebs shoris da satanasho drossc gainawilebrn.plius kide 1 zamenis universali robertosnairi da idealuri axalgazrduli centria

  • Kurt Zouma
    schedule 16 თებ 2019, 14:16

    წელს მგონი პარიზი იგებს ლიგას!