კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ გაირკვა, რომ ერნესტო ვალვერდე “ბარსელონაში” 2019/20 წლების სეზონში დარჩება, ამის შემდეგ კი ხელშეკრულება, შესაძლოა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს. თუ ასე მოხდება, ვალვერდე “ბარსას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე 4 წელს გაატარებს.
“გუნდში ოთხი წლის გატარებას მხოლოდ ერთი გზით შეიძლება, მიაღწიო – ეს ბევრი ტიტულის მოგებაა.
ჩვენი მოვალეობაა, რომ ტიტულები მოვიგოთ, სხვანაირად არ შეიძლება, რადგან ეს “ბარსელონაა”.
კონტრაქტის გახანგრძლივება იმას ნიშნავს, რომ კლუბი მუშაობით კმაყოფილია”. – თქვა ვალვერდემ ამ საღამოს.




ერთი ეგ ტიტულები არ მოგიგია განსაკუთრებით ლიგა
რატო დაგტოვეს კლუბში ვერ ვხდები რა 😞 კლუბის დასაქცევად მოგიყვანეს