“პორტუს” გოლკიპერმა, იკერ კასილიასმა, რომელიც ადრე “სამეფო კლუბის” ღირსებას იცავდა, “ბარსელოასა” და “რეალის” დაპირისპირებაზე ისაუბრა.
“ესპანურ “კლასიკოებში” შენ მოთამაშედ იზრდები. ეს დედამიწაზე ყველაძე ძლიერი დაპირისპირებაა. რა თქმა უნდა, მსოფლიოში ბევრი დერბია, მაგრამ მადრიდისა და ბარსელონას მატჩებში ყველაფერი მაღალ დონეზეა, რაც შეიძლება იყოს. ვინაიდან ბოლო წლებში, ამ ორ კლუბში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები გამოდიან.
ჯერ-ჯერობით ჩვენ ვერ შევძელით ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “რეალისა” და “ბარსელონას” ხილვა. ვფიქრობ, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ მზად. ჩვენ ვიხილეთ რაღაც მსგავსი სხვა ტურნირებში, მათ შორის ლიბერტადორესის თასზე. მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალი, “რეალსა” და “ბარსელონას” შორის – ეს რთული იქნებოდა.
ფინალი “რეალი” – “ატლეტიკო” უკვე იყო. შემიძლია “კლასიკოს” წარმოდგენა ფინალში, ეს მკაცრი იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ამას ვნახავთ.” – განაცხადა ესპანელმა.
არადა კაი მატჩი იქნებოდა
კლასიკო ლიგის ფინალში საინტერსო მაგრამ, ამავდროულად წარმოუდგენელი იქნება.
წელს ვერ ვნახავთ იმიტომ რო რალის მაქსიმუმი 1/4 ფინალია
Daiwyeba 11 / 11 -ze damtavrdeba 3 / 3 – ze. Tu damtavrdeba saertod?!