ყატარის ნაკრების წარმოშობით სუდანელი ფორვარდი, ალმოეზ ალი წლევანდელ აზიის თასზე ნაკრებთან ერთად საუკეთესო იყო და ტურნირის ოქროს ბუციც მოიგო. მსოფლიოს თასის მომავალი მასპინძლების მიერ პირველად მოგებულ ჩემპიონატზე, ალიმ 9 გოლი, მათ შორის ფინალში მაკრატელა გაიტანა და რეკორდი მოხსნა.
ალმოეზის ასეთი თამაშით “ბარსელონას” კაპიტანი, ლიონელ მესი, როგორც ჩანს ძალიან მოიხიბლა. არგენტინელმა მას საკუთარი ხელმოწერილი მაისური გაუგზავნა.

არგენტინა და ყატარი ზაფხულში ერთმანეთს კოპა ამერიკაზე დაუპირისპირდებიან და მოედანზე, დიდი ალბათობით, ორივე ფეხბურთელს ვიხილავთ.




როგორც ვიცი ძალიან მაღალი დონის არენებს აშენებენ სპეციალურად ამ მუნდიალისთვის.
მაგრად მეშტერება მსოფლიოს ყატარში ჩატარება აი მაგრად