“ბარსას” ყოფილი ტექნიკური მდივანი, რობერტ ფერნანდესი, დღეს გასამართ “ელ კლასიკოზე” საუბრობს.
“ამ თამაშის მოსაგებად მხოლოდ კარგად თამაში საკმარისი არ არის. აუცილებელია, საკუთარი ხასიათი აჩვენო და წნეხს გაუძლო.
ლეო მესიმ იცის, როგორ მოიქცეს. თუ ის თავს კარგად გრძნობს, ითამაშებს, თუ არა – მოედანზე არ გავა.
“ბეტისი” ძალიან კარგად თამაშობს, თასის ფინალში გასვლის შანსი აქვს და ამ მატჩში რომელიც მათ სტადიონზე გაიმართება, მეტოქეს დიდ წინააღმდეგობას გაუწევენ. ასე რომ, ამ წყვილში გამარჯვებულს ტურნირის მოგება გარანტირებული არ აქვს”. – აცხადებს ფერნანდესი.
მართალაია მწვრთნელიც წესიერია საჭირო უაზრო იგროკებს რო არ ტენის ძირითადში