მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბართომეუ: “ნეიმარს არასდროს უთქვამს, რომ დაბრუნება სურს”

ბართომეუ: “ნეიმარს არასდროს უთქვამს, რომ დაბრუნება სურს”

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ “ელ კლასიკოს” წინ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“მე არ ვარ “ანტიმადრიდისტა”, მე ვარ სუპერ “კულე”. მე მიყვარს ეს კლუბი, ის ჩემს გულშია.

მას შემდეგ, რაც ნეიმარმა “ბარსელონა” დატოვა, არასდროს უთქვამს ჩემთვის, რომ კლუბში დაბრუნება სურს, არც მას და არც მამამისს. მას ჩემთვის არასდროს დაურეკავს.

მე მსურს, რომ ვალვერდე კლუბში დარჩეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ სეზონში ვერცერთ ტიტულს მოიგებს.

მე ვამჩნევ, რომ მიმდინარე სეზონში, გასულთან შედარებით, ვალვერდე ბევრად უფრო განტვირთულია.

დე ლიგტი? მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მის გარემოცვასთან (მინო რაიოლა), მას შემდეგ, რაც მასთან მოლაპარაკებები გვქონდა ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეძენისას.” – განაცხადა ბართომეუმ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (5)

  • vegassi54
    schedule 06 თებ 2019, 16:16

    ახალი მწვრთნელის ამბავი პრეზიდენტის არჩევნებამდე გადაიდო?

  • BlauGrana_DS
    schedule 06 თებ 2019, 11:32

    გადავიდა სადღაც "ჭ" კლასის ჩემპიონატში და ჰგონია რო "მესის ჩრდილიდან" თავი დააღწია?
    დააბრუნო კი არა, სარზე უნდა გასვა ეგ ჩემისა!

  • neo222
    schedule 06 თებ 2019, 10:58

    Ratomgac mgonia rom neymar dabrundeba

  • M10 S9 D11
    schedule 06 თებ 2019, 10:31

    ეხლა რაც ტრანსფერები გააკეთე და გაგვახარე ერტიანად ნუ ამოგვადენ ცხვირში და ზაფხულში ნუ დატოვებ ვალვერდეს

  • მესი10
    schedule 06 თებ 2019, 10:28

    ოხ ოხ ოხ ნეი…. როგორ ნანობ ალბათ ეხლა.