ესპანეთის პროფესიონალური ფეხბურთის ლიგა (LFP) გეგმავს გადაწიოს 30–ე ტურის შეხვედრები, რომელიც ცხრილის მიხედვით უნდა გაიმართოს 3 აპრილს.
ამის მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ დანიშნულ ვადაში კლუბების მიერ არ იქნა გამოყოფილი მათი შემოსავლების წილი. ამის შესახებ განცხადება გააკეთა ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ხოსე ლუის ასტიასარანმა. აღსანიშნავია, რომ ადრე წილის გადაცემაზე იყო ჯარიმები ესპანეთის მთავრობის მიერ.
ასევე 7–მა კლუბმა გამოთქვა პროტესტი ფეხბურთის ლიგის მოთხოვნის გამო. ეს კლუბები არიან: “ვილიარეალი”, “სოსიედადი”, “ატლეტიკი”, “სარაგოსა”, “ესპანიოლი”, “სევილია” და “მალაგა”. ისინი შეეცდებიან ,ეს მატჩები თავის დროზე ჩაატარონ, იტყობინება “მარკა”.
შეგახსენებთ, რომ კატალონიის ”ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში ”ვილიარეალს” უპირისპირდება.



