“ბარსელონას” ნახევარმცველი, უსმან დემბელე სამეფო თასის ნახევარფინალურ მატჩში მონაწილეობას მიიღებს, იტყობინება Sport.
4 თებერვალს ფრანგმა გარემარბმა თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა. 2 კვირის წინ უსმანს მარცხენა ფეხის კოჭის არეში დაჭიმულობა აღმოუჩინეს, ხოლო რეაბილიტაციის პროცესის მიწურულს, კიდურის დაზიანებას გაციებაც მიემატა. მიუხედავად ამისა, ზეგ ახალგაზრდა ფეხბურთელს მოედანზე ვიხილავთ.
“ელ კლასიკო” 6 თებერვალს, სტადიონ “კამპ ნოუზე”, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.




აი ამ საკითხში კი ვთანხმდებით რომ თავდამსხმელია 😂
ხომ ვთქვი იქნება დემბო კლასიკოშითქო და ჰო დემბელე თავდამსხმელია და არა ნახევარმცველი
საგოლ ადმინ, მაგარი ამბავია წარმატებები ბიჭებს დემბო უნდა დაბომბო მადრიდისტები და განსაკუტრებით კარვახალი
დემბოო ითამაშებს!